კოლეჯ ,,ჰორიზონტში" საგაზაფხულო რეგისტრაცია იწყება!

 
ლოგო🎓 კოლეჯი „ჰორიზონტი“ 28 აპრილიდან იწყებს რეგისტრაციებს მრავალფეროვან პროფესიულ პროგრამებზე!
🔹 ოზურგეთის ლოკაცია
კულინარიის ხელოვნება
ელექტროობა
 სასტუმროს მომსახურება (ინტეგრირებული)
 კომპიუტერული ქსელები და სისტემები (ინტეგრირებული)
 საფინანსო სერვისები
🔹 ლანჩხუთის ლოკაცია
 თმის მომსახურება
 ელექტროობა
🔹 გორაბერეჟოულის ლოკაცია

2025 წლის საგაზაფხულო რეგისტრაციები 28 აპრილიდან დაიწყება!

regკოლეჯ "ჰორიზონტში" რეგისტრაცია 28 აპრილიდან დაიწყება!
 ამ მნიშვნელოვან ეტაპს წინ აქტიური პროფორიენტაციული კამპანია უსწრებს, რომელიც მთელი რეგიონის მასშტაბით მიმდინარეობს. ჩვენი კოლეჯის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი, პროფესიულ მასწავლებლებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, პროფორიენტაციულ ვიზიტებს ატარებს მობილური ჯგუფების ფორმატში.
წელს სიახლეც შევმატეთ პროცესს!
მობილურ ჯგუფს კოლეჯის პროფესიული სტუდენტები და კურსდამთავრებულები შემოუერთდნენ. ამ ინოვაციური პროექტის მიზანია, ჩვენი პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ჩართულობით თანატოლებისთვის გავხადოთ ინფორმაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და ინსპირაციული.

კოლეჯი ,,ჰორიზონტის" გორაბერეჟოულის ლოკაციაზე მოკლევადიანი პროგრამების გასაუბრება ჩატარდა.

gas კოლეჯი ,,ჰორიზონტის” გორაბერეჟოულის სასწავლო ფართზე, დღეს წარმატებით დასრულდა მოტივაციური გასაუბრება მოკლევადიან პროგრამებზე-,,ვენახის გაშენება-მოვლა” და ,,ჰიდროელექტროსადგურის (ჰეს) ჰიდრო-მექანიკური ნაწილის ექსპლუატაციის ოპერატორი “.
  რას შეისწავლიან მსმენელები თითოეულ პროგრამაზე?
  ჰიდროელექტროსადგურის (ჰეს) ჰიდრო-მექანიკური ნაწილის ექსპლუატაციის ოპერატორი⚡
მსმენელები შეისწავლიან:
✅ ჰიდროელექტროსადგურის მუშაობის პრინციპებს და ტექნოლოგიურ პროცესებს
✅ ჰიდრო-მექანიკური მოწყობილობების ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებას
✅ უსაფრთხოების ნორმებსა და ავარიულ სიტუაციებზე რეაგირებას
✅ ენერგოსისტემებთან და ელექტრომოწყობილობებთან მუშაობას
✅ გარემოსდაცვით მოთხოვნებს ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციისას
🔶 ვენახის გაშენება-მოვლა🍇

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და GIZ-ის წარმომადგენლები კოლეჯს ესტუმრნენ

goraaa   19 მარტს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) წარმომადგენლებმა „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“-ს თანამშრომლებთან ერთად მოინახულეს პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტის“ ჩოხატაურის ლოკაცია.
 პროექტ „ECO.Georgia”-ს ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, კოლეჯმა შეძლო "სატყეო საქმის" 18-თვიანი პროგრამის განსახორციელებლად აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა და მოიპოვა ავტორიზაცია აღნიშნული პროგრამისთვის. გარდა ამისა, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით და პროექტ „ECO.Georgia”-ს ფინანსური მხარდაჭერით, კოლეჯ ,,ჰორიზონტის” სატყეო დარგის პროფესიული განათლების მასწავლებლებმა გაიარეს ოთხდღიანი ტრენინგი.
ვიზიტის ფარგლებში, კოლეჯის დირექტორმა, ქალბატონმა ნანა ჯოლიამ, ისაუბრა სატყეო საქმის პროგრამის მნიშვნელობაზე გურიის რეგიონში. მან სტუმრებს დეტალურად გააცნო პროგრამის ავტორიზაციის პროცესი და კოლეჯის სამომავლო გეგმები.