აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ოზურგეთის ლოკაცია
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ლანჩხუთის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

2025 წლის საგაზაფხულო რეგისტრაციები 28 აპრილიდან დაიწყება!

regკოლეჯ "ჰორიზონტში" რეგისტრაცია 28 აპრილიდან დაიწყება!
 ამ მნიშვნელოვან ეტაპს წინ აქტიური პროფორიენტაციული კამპანია უსწრებს, რომელიც მთელი რეგიონის მასშტაბით მიმდინარეობს. ჩვენი კოლეჯის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი, პროფესიულ მასწავლებლებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, პროფორიენტაციულ ვიზიტებს ატარებს მობილური ჯგუფების ფორმატში.
წელს სიახლეც შევმატეთ პროცესს!
მობილურ ჯგუფს კოლეჯის პროფესიული სტუდენტები და კურსდამთავრებულები შემოუერთდნენ. ამ ინოვაციური პროექტის მიზანია, ჩვენი პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ჩართულობით თანატოლებისთვის გავხადოთ ინფორმაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და ინსპირაციული.
სტუდენტები და კურსდამთავრებულები აქტიურად ერთვებიან პროფორიენტაციულ ვიზიტებში, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ უშუალოდ მათგან მოისმინონ სასწავლო პროცესის, პროფესიული განვითარების და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. ეს ქმნის ცოცხალ, რეალურ და დამაჯერებელ სურათს ,,ჰორიზონტში” განათლების მიღების მნიშვნელობისა და პერსპექტივების შესახებ.
 გასულ კვირას ვესტუმრეთ ნასაკირალისა და მერიის საჯარო სკოლებს – სადაც პირველად კოლეჯის პროფესიული სტუდენტების მონაწილეობით ჩატარდა საინტერესო და ინტერაქტიული შეხვედრები.
👉 გელოდებით კოლეჯ "ჰორიზონტი" – ადგილი, სადაც შენი მომავალი იწყება!

გვიპოვეთ რუკაზე

დაგვიკავშირდით

მისამართი:

  • ოზურგეთი, რუსთაველის #8, 577 16 22 88
  • ლანჩხუთი, ჟორდანიას #75, 555 24 75 50
  • ჩოხატაური, სოფ. გორაბერეჟოული 599 10 85 29

E-Mail: info@horizonti.ge