ლანჩხუთის სასწავლო ფართი
კოლეჯი ,,ჰორიზონტი“ გურიის რეგიონში მდებარე ერთადერთი სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში, ამიტომაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივებისთვის იგი განათლების ძირითადი კერაა, საიდანაც ისინი სწავლას, ახალი უნარების შეძენასა და კარიერას იწყებენ.სასწავლო პროგრამების დანერგვა კოლეჯში კერძო სექტორის მოთხოვნებისა და მუნიციპალიტეტების სტრატეგიული განვითარების გეგმის გათვალისწინებით ხდება. ჩოხატაურის ლოკაციაზე, ძირითადად მიმდინარეობს პროგრამები სოფლის მეურნეობის მიმართულებით. რაც შეეხება ლანჩხუთის ლოკაციას, მისი მშენებლობა 2022 წელს დასრულდა და პირველი ნაკადი კოლეჯმა 2023 წლის საშემოდგომო მიღებისთვის 7 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღო.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ლანჩხუთის ფართზე: ლანჩხუთის სასწავლო ფართი
თმის მომსახურება III დონე
ელექტროობა III დონე
სასტუმრო მომსახურება(ინტეგრირებული) IV დონე
სამკერვალო წარმოება III დონე
ვებტექნოლოგიები(ინტეგრირებული) IV დონე
სკოლამდელი აღზრდა დონე
V ბუღალტრული აღრიცხვა V დონე