აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ოზურგეთის ლოკაცია
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ლანჩხუთის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

🎓 ავტორიზაციის ექსპერტების ვიზიტი კოლეჯ „ჰორიზონტში“ პროგრამაზე „ხე-ტყის დამუშავება“

xet yeდღეს კოლეჯმა „ჰორიზონტმა“ უმასპინძლა ავტორიზაციის ექსპერტებს, რომლებიც ესტუმრნენ მოკლევადიან პროფესიულ პროგრამას – „ხე-ტყის დამუშავება“.

ვიზიტის ფარგლებში ექსპერტებმა ადგილზე შეისწავლეს როგორც თეორიული სასწავლო სივრცეები , ასევე პრაქტიკული გარემო , რომელიც სპეციალურად ამ პროგრამისთვისაა აღჭურვილი. მათ მიერ შეფასდა ინფრასტრუქტურა, ტექნიკური საშუალებები და მასწავლებელთა პროფესიონალური გუნდი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული პროგრამის განხორციელებაში 

კოლეჯი იმედს გამოთქვამს, რომ პროგრამა „ხე-ტყის დამუშავება“ გახდება კიდევ ერთი ძლიერი მიმართულება, რომელიც შეწყობს ხელს ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული კვალიფიციური კადრების მომზადებას

ავტორიზაციის ექსპერტები

დღეს, კოლეჯმა „ჰორიზონმა“ უმასპინძლა ავტორიზაციის ექსპერტებს მოკლევადიანი პროგრამის „ხე-ტყის დამზადება“ ფარგლებში 
 ჩვენს კოლეჯში წარმატებით შედგა ავტორიზაციის ექსპერტების ვიზიტი — მათ ადგილზე დაათვალიერეს როგორც თეორიული სივრცეები , ასევე პრაქტიკული სასწავლო გარემო ⚒️.
შეაფასეს ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და შეხვდნენ პროგრამაში ჩართულ ,,ჰორიზონტის” პროფესიონალ გუნდს .
📚 ვიმედოვნებთ, რომ პროგრამა „ხე-ტყის დამუშავება“ გახდება კიდევ ერთი ძლიერი მიმართულება კოლეჯში, რომელიც შეუწყობს ხელს ადგილობრივი შრომის ბაზრისთვის საჭირო კადრების მომზადებას 💼

დღეს კოლეჯ "ჰორიზონტში" წიგნის ჩუქების დღის აღსანიშნავად საინტერესო აქტივობა გაიმართა

wigniდღეს კოლეჯ "ჰორიზონტში" წიგნის ჩუქების დღის აღსანიშნავად საინტერესო აქტივობა გაიმართა.
პროფესიულმა სტუდენტებმა, პროფესიული განათლების მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის წევრებმა ერთმანეთს საყვარელი წიგნები აჩუქეს , ერთად გააზიარეს ცოდნის სიხარული  და ისაუბრეს წიგნების მნიშვნელობაზე .
ღონისძიება რეგისტრაციის პირველ დღეს დაემთხვა 📝, რამაც კიდევ უფრო გაამხიარულა გარემო — აქტივობაში რეგისტრანტებიც დიდი ინტერესით ჩაერთვნენ 🙌 და თბილ, მეგობრული გარემოში აირჩიეს მომავალი პროფესია  .
🚀🚀 კოლეჯი "ჰორიზონტი" — ადგილი, სადაც სწავლა და განვითარება ყოველდღიური პროცესია! 

მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი ლანჩხუთში! 

mag chმაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი ლანჩხუთში! 
✅ კოლეჯი „ჰორიზონტის“ ლანჩხუთის ლოკაციაზე მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი გაიმართა, რომელიც მეგობრული ატმოსფეროთი, აზარტითა და ახალგაზრდული ენერგიით გამოირჩეოდა.
🥇 I ადგილი – ნიკა მგელაძემ
🥈 II ადგილი – დავით კერხანოჩიევმა
🥉 III ადგილი – ლევან ბერიძემ დაიკავა.
🎁 გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომებით და სიმბოლური საჩუქრებით
🏫 კოლეჯი „ჰორიზონტი“ მხარს უჭერს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სტუდენტური ცხოვრების გააქტიურებას. მსგავსი სპორტული ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას, ერთმანეთის მხარდაჭერასა და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას.

გვიპოვეთ რუკაზე

დაგვიკავშირდით

მისამართი:

  • ოზურგეთი, რუსთაველის #8, 577 16 22 88
  • ლანჩხუთი, ჟორდანიას #75, 555 24 75 50
  • ჩოხატაური, სოფ. გორაბერეჟოული 599 10 85 29

E-Mail: info@horizonti.ge