მისია, ხედვა და ღირებულებები
მისია
ა(ა)იპ კოლეჯი „ჰორიზონტის“, როგორც გურიის რეგიონში ერთადერთი მრავალპროფილური პროფესიულ საგანმათლებლო დაწესებულების, მისიაა, თანამედროვე ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვით, მაღალკვალიფიციური პერსონალის და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, პროფესიისთვის აუცილებელი ცოდნის მიღებით და პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავების გზით უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რაც თითოეულ პროფესიულ სტუდენტს / მსმენელს მისცემს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის, კარიერული წინსვლის და დასაქმების საშუალებას, უზრუნველყოფს მათ პროფესიულ თვითრეალიზაციას და საზოგადოებაში დამკვიდრებას. რაც გურიის რეგიონის და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა
ხედვა
,,ა(ა)იპ კოლეჯი „ჰორიზონტი“-ს მისიიდან გამომდინარე განსაზღვრულია კოლეჯის ხედვა, რომლითაც ის განვითარებაზე ორიენტირებული შიდა სისტემის უზრუნველყოფით, პროფესიულ სტუდენტს/ მსმენელს სთავაზობს ხარისხიან განათლებას და უზრუნველყოფს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური კადრების მიწოდებას, კერძო-საჯარო და საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში.
2025-2031 წლებში კოლეჯი ,,ჰორიზონტი’’- როგორც გურიის რეგიონში ერთადერთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება მიზნად ისახავს სხვადასხვა მიმართულების მრავალფეროვანი ახალი პრიორიტეტული პროფესიულ საგანმანათლებლო /მომზადება/გადამზადების პროგრამების დანერგვით სამივე მუნიციპალიტეტში( რომლმლებშიც პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის კერები უკვე არსებობს) გახდეს დასავლეთ საქართველოში ლიდერი მრვალპროფილური პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულება .
ღირებულებები
- თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა;
- პროფესიონალიზმი;
- სიახლეებზე ორიენტირება, ინოვაცია;
- დამსაქმებლის აქტიური როლი სწავლებაში;
- შრომის ბაზრისა და დაინტერესებულ პირთა ჩართულობაზე ორიენტირება;
- ინკლუზიური მიდგომა და თანასწორობა;
- გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართვა.
- სამართლიანობის დაცვა.
- შედეგზე ორიენტაცია, მოქნილი მიდგომა და უწყვეტი სწავლების ხელშეწყობა;