ლუკა ბენდელიანი კოლეჯი ,,ჰორიზონტის" პირველი ერასმუსელი გახდა
კოლეჯი „ჰორიზონტი“ ახალი წარმატებით ამაყობს – ჩვენი კულინარიული ხელოვნების სტუდენტი, ლუკა ბენდელიანი, გახდა პირველი სტუდენტი, რომელმაც ერასმუს მობილობის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.
ლუკამ უნგრეთში, სასტუმრო რედისონში, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სამი თვე გაატარა. მან გაიღრმავა კულინარიული უნარები, იმუშავა საერთაშორისო გარემოში და გაიზიარა ევროპული გამოცდილება.
ერასმუსის გაცვლითი პროგრამა პროფესიული განათლების სტუდენტებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა ახალი ცოდნისა და უნარების შესაძენად. კოლეჯი „ჰორიზონტი“ აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორობებს, რათა ჩვენს სტუდენტებს მსგავსი გამოცდილება კიდევ უფრო მეტად მიეცეთ.
გილოცავთ, ლუკა! ვამაყობთ შენი მიღწევით და წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ გზაზე!