გაიცანით ლუკა- კოლეჯი ,,ჰორიზონტის“ პროფესიული პროგრამის ,, კულინარიის ხელოვნება“ წარმატებული სტუდენტი
ლუკა სწავლის დაწყებისთანავე გამოირჩეოდა ცოდნისა და საჭირო პროფესიული უნარების დაუფლების წყურვილით. თავისი კრეატიულობითა და სიზუსტით ყოველთვის მისასბაძი სტუდენტი იყო და განსაკუთრებული კულინარიული ნიჭით შთაბეჭდილებას ახდენდა როგორც თანატოლებზე, ასევე პროფესიული განათლების პედაგოგებზე . სულ ცოტა ხნის წინ ლუკამ წარმატებით იასპარეზა პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ორგნიზებულ კულინარულ კონკურსში და დაამტკიცა, რომ ,,ჰორიზონტის“ პროფესიული სტუდენტები მზად არიან არა მარტო მიიღონ, არამედ ღირსეულადაც გაუმკლავდნენ მნიშვნელოვან გამოწვევბს.
ჰორიზონტში სწავლის პარალელურად, ლუკამ ოჯახური ბიზნესიც წამოიწო, რომლის მართვაში მას ძმა ეხმარება. სუში ბარი ,,NOMAE”, რომელიც ზღვისპირა კურორტ ურეკში მდებარეობს, ახლახან გაიხსნა. გემრიელი კერძების, კომფორტული გარემოსა და ხელმისაწვდომი ფასების წყალობით კაფე სწრაფად გახდა ადგილობრივების (და არამარტო) ფავორიტი ადგილი. ,,NOMAE”-ს წარმატება ლუკას გამოცდილებამაც განაპირობა. იგი საკმაოდ დიდი ხანია სუშის მიმართულებით მუშაობს, შვიდელიანი გამოცდილება აქვს და უმაღლეს დონეზე ფლობს სუშის მომზადების ტექნიკას
ლუკას ისტორია იმის დასტურია, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი შრომისმოყვარეობით, მიზანდასახულობითა და სწორი განათლებით. გვიხარია, რომ მის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი ,,ჰორიზონტსაც“ მიუძღვის.
წარმატებას ვუსურვებთ ლუკას კულინარიულ კარიერაში!