კარიერა

კოლეჯი „ჰორიზონტი“ არა მხოლოდ ცოდნისა და პრაქტიკული უნარების შეძენას, არამედ კურსდამთავრებულთა კარიერულ წინსვლასაც აქტიურად უწყობს ხელს. ჩვენი მიზანია, სტუდენტებმა სწავლის დასრულებისთანავე შეძლონ წარმატებული ინტეგრაცია შრომის ბაზარზე — როგორც ადგილობრივად, ისე საერთაშორისო დონეზე.

რას გთავაზობთ კარიერული განვითარებისთვის?

  • 📌 დასაქმების ხელშეწყობა: კოლეჯი თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო დამსაქმებლებთან, რაც სტუდენტებს რეალურ დასაქმების შესაძლებლობებს სთავაზობს სწავლის დასრულებისთანავე.

  • 📌 პრაქტიკული გამოცდილება: ყველა პროგრამა ითვალისწინებს პრაქტიკული აქტივობებს, რაც საშუალებას აძლევს პროფესიულ სტუდენტებს, პირდაპირ სამუშაო გარემოში გაიუმჯობესონ  თავიანთი უნარები.

  • 📌 პიროვნული და პროფესიული განვითარება: კარიერული გეგმის შედგენაში სტუდენტებს კოლეჯის პროფორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის მენეჯერი  ეხმარება. მათ შორის: CV-ს და სამოტივაციო წერილის მომზადება, გასაუბრებისთვის მომზადება, კარიერული კონსულტაცია.

  • 📌 სტუდენტური ინიციატივები და კონკურსები: ვახალისებთ სტუდენტებს საკუთარი ნიჭისა და იდეების რეალიზაციაში — პროფესიული წარმატების მისაღწევად.

„ჰორიზონტში“ სწავლა — ეს არის პირველი ნაბიჯი პროფესიული მომავლისკენ.

👉 იპოვე შენი ადგილი შრომის ბაზარზე.
👉 იპოვე პარტნიორი ორგანიზაცია დასაქმებისთვის.
👉 გამოიყენე ყველა შესაძლებლობა წარმატებული კარიერის დასაწყებად!