კოლეჯი

კოლეჯი ,,ჰორიზონტი“ გურიის რეგიონში მდებარე ერთადერთი სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში, ამიტომაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივებისთვის იგი განათლების ძირითადი კერაა, საიდანაც ისინი სწავლას, ახალი უნარების შეძენასა და კარიერას იწყებენ.

კოლეჯის სამივე კორპუსი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური სასწავლო ბაზით, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს სწავლის პროცესშივე აითვისონ თანამედროვე ტექნოლოგიები. ,,ჰორიზონტში“ ფუნქციონირებს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სახელოსნოები, CISCO-ს აკადემიის ლაბორატორია და პროფესიული ტერმინოლოგიების ინგლისურ-ქართული ლექსიკონების ბიბლიოთეკა. ჩოხატაურში , გორაბერეჟოულის ლოკაციაზე ფუნქციონირებს ღვინის ხარისხის განმსაზღვრელი ლაბორატორია და ინოვაციური დისტანციური მართვის სარწყავი სისტემა. საინტერესო და ინოვაციურია მისი დისტანციური მართვის მექანიზმი, რომლის კომპიუტერსა თუ სმარტფონში ჩატვირთვის შემთხვევაშიც, ნებისმიერი ადგილიდან შეგვეძლება ვმართოთ სარწყავი სისტემა და დავაკვირდეთ რწყვის პროცესებს სადემონსტრაციო ნაკვეთებზე.

სასწავლო პროგრამების დანერგვა კოლეჯში კერძო სექტორის მოთხოვნებისა და მუნიციპალიტეტების სტრატეგიული განვითარების გეგმის გათვალისწინებით ხდება. ჩოხატაურის ლოკაციაზე, ძირითადად მიმდინარეობს პროგრამები სოფლის მეურნეობის მიმართულებით. რაც შეეხება ლანჩხუთის ლოკაციას, მისი მშენებლობა 2022 წელს დასრულდა და პირველი ნაკადი კოლეჯმა  2023 წლის საშემოდგომო მიღებისთვის 7 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღო.

კოლეჯი ,,ჰორიზონტი“ ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად გრძელვადიან სადიპლომო პროფესიულ პროგრამებს:

ა(ა)იპ კოლეჯი "ჰორიზონტი", რუსთაველის N8

თმის მომსახურება

lll

კულინარიის ხელოვნება

lll

ელექტროობა

lll

ელექტროობა (ინტეგრირებული)

IV

სამკერვალო წარმოება

III

სარესტორნო მომსახურება(ინტეგრირებული)

IV

კომპიუტერული ქსელი და სისტემები(ინტ)

IV

ინფორმაციის ტექნოლოგია

III

სკოლამდელი აღზრდა

V

ბუღალტრული აღრიცხვა

V

საფინანსო სერვისები

III

სასტუმრო მომსახურება

IV

ვიზაჟის მომსახურება

III


გორაბერეჟოულის სასწავლო ფართი

მებაღეობა

IV

მეხილეობა

IV

ბუღალტრული აღრიცხვა

V

სკოლამდელი აღზრდა

V


ლანჩხუთის სასწავლო ფართი

თმის მომსახურება

III

ელექტროობა

III

სასტუმრო მომსახურება(ინტეგრირებული)

IV

სამკერვალო წარმოება

III

ვებტექნოლოგიები(ინტეგრირებული)

IV

სკოლამდელი აღზრდა

V

ბუღალტრული აღრიცხვა

V

ყველა პროფესიული პროგრამა შედგება თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებისგან, რაც სტუდენტებს აძლევს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას. ეს ყველაფერი სტუდენტებს ეხმარება შეძენილი უნარების განვითარებაში და კონკურენტუნარიან, კვალიფიციურ, შრომის ბაზარზე მოთხოვნად კადრად ჩამოყალიბებაში.

გრძელვადიან პროგრამებთან ერთად ,,ჰორიზონტი“ წარმატებით ახორციელებს მოკლევადიან მომზადება/გადამზადების პროგრამებს, რითაც ზრუნავს ზრდასრულთა უნარების განახლებასა და მათი კომპეტენციების განვითარებაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ,,ჰორიზონტი“ ავტორიზებულია 18 მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროფესიულ პროგრამაზე. მოკლევადიანი პროგრამების ასეთი მრავალფეროვანი არჩევანი ნამდვილად გამოარჩევს კოლეჯ ,,ჰორიზონტს“ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებისგან.

ა(ა)იპ კოლეჯი "ჰორიზონტი", რუსთაველის N8                                      

ადმინისტრაციული პროცესები,
დასუფთავება და უსაფრთოება სასტუმროში

ბარის ორგანიზება

ელექტროსამონტაჟო სამუშაოები

თმის ღებვა და ქიმიური დამუშავება

თმის შეჭრა და ვარცხნილობები

კერძების მომზადება
სხვადასხვა ტექნოლოგიური მეთოდით

მაკიაჟის შესრულება და დერმოპიგმენტაცია

პრაქტიკული ბუღალტერია -
საბუღალტრო პროგრამა „ORIS”-ი

სასტუმროს დაჯავშნისა და
მიღება-განთავსების მომსახურება

სერვისი და სერვირება

სააღმზრდელო პროცესის წარმართვა და
მეთოდოლოგია სკოლამდელი აღზრდის
დაწესებულებებში

საერთშორისო სამზარეულოს კერძების
და მინი ნაწარმის მომზადება

უსაფრთხოება და სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროებების
მქონე ბავშვებთან მუშაობა
სკოლამდელ დაწესებულებაში

ა(ა)იპ კოლეჯი "ჰორიზონტი", რუსთაველის N8                                    

ქალის მსუბუქი ტანსაცმლის მასალაში
შესრულება

საყოფაცხოვრებო ნაწარმის კერვა
და დეკორატიული გაფორმება

ჩოხატაური, გორაბერეჟოული

ვენახის გაშენება-მოვლა

ხეხილოვანი კულტურების დაცვა

ღვინის დამზადება საოჯახო მარანში

კოლეჯი ,,ჰორიზონტი“ ახორციელებს უამრავ საგანმანათლებლო პროექტს, მათგან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გახლდათ ,,სკოლის მოსწავლეებში შრომის უნარების განვითარების პროგრამა“, რომლის მიზანი სკოლებში პროფესიული განათლების შესახებ ცოდნის დონის ამაღლება გახლავთ.