აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ოზურგეთის ლოკაცია
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ლანჩხუთის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და GIZ-ის წარმომადგენლები კოლეჯს ესტუმრნენ

goraaa   19 მარტს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) წარმომადგენლებმა „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“-ს თანამშრომლებთან ერთად მოინახულეს პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტის“ ჩოხატაურის ლოკაცია.
 პროექტ „ECO.Georgia”-ს ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, კოლეჯმა შეძლო "სატყეო საქმის" 18-თვიანი პროგრამის განსახორციელებლად აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა და მოიპოვა ავტორიზაცია აღნიშნული პროგრამისთვის. გარდა ამისა, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით და პროექტ „ECO.Georgia”-ს ფინანსური მხარდაჭერით, კოლეჯ ,,ჰორიზონტის” სატყეო დარგის პროფესიული განათლების მასწავლებლებმა გაიარეს ოთხდღიანი ტრენინგი.
ვიზიტის ფარგლებში, კოლეჯის დირექტორმა, ქალბატონმა ნანა ჯოლიამ, ისაუბრა სატყეო საქმის პროგრამის მნიშვნელობაზე გურიის რეგიონში. მან სტუმრებს დეტალურად გააცნო პროგრამის ავტორიზაციის პროცესი და კოლეჯის სამომავლო გეგმები.
 ქალბატონმა ნანამ და პროგრამის პროფესიული განათლების მასწავლებლებმა მადლობა გადაუხადეს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და GIZ-ს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.
სტუმრებმა დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა და გაესაუბრნენ სატყეო საქმის პროგრამის სტუდენტებსა და პროფესიულ მასწავლებლებს.

გვიპოვეთ რუკაზე

დაგვიკავშირდით

მისამართი:

  • ოზურგეთი, რუსთაველის #8, 577 16 22 88
  • ლანჩხუთი, ჟორდანიას #75, 555 24 75 50
  • ჩოხატაური, სოფ. გორაბერეჟოული 599 10 85 29

E-Mail: info@horizonti.ge