CISCO

Cisco systems წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ქსელურ და საკომუნიკაციო ტექნიკის მწარმოებელს მსოფლიოში. Cisco-ს მეშვეობით  განხორციელდა ბევრი მნიშვნელოვანი და ისტორიული ცვლილება ტექნოლოგიებში და განივრცო და დაიხვეწა მათი  გამოყენება. ახლა, როდესაც ტექნოლოგიური ინდუსტრია ყოველდღიურად ვითარდება Cisco  წარმოადგენს ბაზარზე წამყვან კომპანიას, რომელიც  მოიცავს რამდენიმე სფეროს, როგორიცაა როუტინგი, სვიჩინგი, ერთიანი კომუნიკაციები, მობილურობა და უსაფრთხოება, უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას.  Cisco არის ფუნდამენტალური ცვლილებების ცენტრი მსოფლიოს საკომუნიკაციო სისტემებში.

 ,,ჰორიზონტმა" მოიპოვა უფლება დაეარსებინა CISCO აკადემია, სადაც სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ კომპიუტერელი ქსელების CCNA და CCNP კურსები, რომლებიც ინტეგრირებულია როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო სასწავლო პროგრამებთან. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტებს ეძლევათ საერთაშორისო მოსმენის სერტიფიკატი, რის შემდეგაც კურსდამთავრებულებს შეუძლიათ ისარგებლონ 50%–იანი ან 70%იანი ფასდაკლებით Cisco-ს CCNA საერთაშორისო გამოცდის ჩაბარებისას.

Cisco–ს აკადემიის CCNA (Cisco Certified Network Associate) კურსის გავლის შედეგად სტუდენტი შეისწავლის მცირე და საშუალო ზომის კომპიუტერული ქსელების დაგეგმვას, ინსტალაციასა თუ მართვას. ეს საბაზო კურსი  მოიცავს არა მარტო თეორიულ საკითხებს, რომელთა ცოდნა აუცილებელია კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირებისთვის, არამედ პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებსაც, რომლებიც მნიშვნელოვანია ქსელური ადმინისტრატორისათვის კრიტიკულად საჭირო უნარ–ჩვევების შესაძენად.