სტუდენტური ცხოვრება

15 APRIL

      კოლეჯ „ჰორიზონტში“ პროფესიული სტუდენტების ცხოვრება გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და მათი აქტიური ჩართულობით. თითოეულ პროფესიულ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა განვითარდეს თავისი ნიჭისა და ინტერესის შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს მათ პიროვნულ ზრდას და პროფესიულ წინსვლას. კოლეჯი ქმნის გარემოს, სადაც პროფესიული სტუდენტები არა მხოლოდ აკადემიურ ცოდნას იღებენ, არამედ სხვადასხვა საინტერესო და შემოქმედებით აქტივობებში მონაწილეობით ავითარებენ კრიტიკულ აზროვნებას, ლიდერულ უნარებსა და გუნდური მუშაობის გამოცდილებას.

კოლეჯში ხშირად იმართება სხვადასხვა სახის აქტივობები, რომლებიც პროფესიულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ სოციალურ, საქველმოქმედო, სპორტულ, კულტურულ, ინტელექტუალურ და შემეცნებით ღონისძიებებში. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს პროფესიული სტუდენტების საერთო განათლებას, ტოლერანტობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას და მათი მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას.


პროფესიული სტუდენტები ყოველწლიურად წარმატებით მონაწილეობენ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და გუნდური სულისკვეთების გაძლიერებას. კოლეჯში ფუნქციონირებს სპორტული სექციები, სადაც პროფესიულ სტუდენტებს შეუძლიათ გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და მიიღონ მონაწილეობა ტურნირებსა და შეჯიბრებებში

.


„ჰორიზონტში“ წარმატებით ფუნქციონირებს ახალგაზრდული კლუბი „ჰეკადემია“, რომელიც პროფესიული სტუდენტებისთვის ინოვაციური იდეების განხორციელებისა და ლიდერული უნარების განვითარების სივრცეა. კლუბი აერთიანებს კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტებში, დებატებში, ტრენინგებში და სოციალურ კამპანიებში. „ჰეკადემია“ პროფესიული სტუდენტებისთვის გახსნილი პლატფორმაა, სადაც ისინი ავითარებენ საკუთარი ინიციატივების განხორციელების უნარს და ქმნიან ახალ შესაძლებლობებს კოლეჯის ცხოვრებაში.

პროფესიული სტუდენტების ცხოვრებისა და მიღწევების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაეცნოთ კოლეჯ „ჰორიზონტის“ ოფიციალურ გვერდებს სოციალურ ქსელებში: Facebook, LinkedIn, Twitter, TikTok და YouTube, სადაც რეგულარულად ქვეყნდება ინფორმაცია მიმდინარე ღონისძიებების, პროექტების, პროფესიული სტუდენტების წარმატებებისა და კოლეჯის ცხოვრების სიახლეების შესახებ.

 

სტუდენტები ყოველწლიურად წარმატებით მონაწილეობენ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში. ,,ჰორიზონტში" წარმატებით ფუნქციონირებს ახალგაზრდული კლუბი ,,ჰეკადემია" , რომელშიც ყოველწლიურად ერთიანდებიან კოლეჯს სტუდენტები. 

სტუდენტური ცხოვრებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ,,ჰორიზონტის" Facebook , Linkedin, Twitter, Tik-Tok და YouTube გვერდების მეშვეობით.

გვიპოვეთ რუკაზე

დაგვიკავშირდით

ტელეფონი: 577 16 22 88

ელ. ფოსტა: info@horizonti.ge

მისამართი: ოზურგეთი, 3500, რუსთაველის #8