Slide Background
კოლეჯი "ჰორიზონტი"
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
Slide Background
კოლეჯი "ჰორიზონტი"
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი

08.10.2021

ა(ა)იპ კოლეჯი “ჰორიზონტი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს. 

 

ა(ა)იპ კოლეჯ ,,ჰორიზონტში" დარეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

 
ძვირფასო აპლიკანტებო!  💙
 
📊 საბოლოო შედეგების სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ www.vet.emis.ge-ზე თქვენს პროფილს.
☎️ ასევე, ა(ა)იპ კოლეჯ ,,ჰორიზონტში" ჩასარიცხ აპლიკანტებს, დაგიკავშირდებათ კოლეჯის წარმომადგენელი .
📅დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვრა 04 ოქტომბრიდან - 08 ოქტომბრის ჩათვლით.
ℹ️ ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ფაილი;
კოლეჯი "ჰორიზონტი" ყველა აპლიკანტს წარმატებას უსურვებს! 💙
 

აუდიტორიებში სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრიდან განახლდება!

📣📣 ა(ა)იპ კოლეჯი ,,ჰორიზონტი"-ს პროფესიულ სტუდენტთა საყურადღებოდ!
სასწავლო პროცესი მიმდინარე პროგრამებზე 4 ოქტომბერს, აუდიტორიებში განახლდება.
ჯანმრთელობას გისურვებთ! 😊
 

ა(ა) იპ კოლეჯი ,,ჰორიზონტი"-ს კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაიწყო განაცხადების მიღება „დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში.

პროგრამაში მონაწილეობის მიება შეუძლია დევნილს ან/და ეკომიგრანტს, რომელიც:

·         არის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების 2013 და შემდეგი წლების კურსდამთავრებული ;

·         ამავე წლების, სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ სერტიფიცირებული ბენეფიციარი

·         ფლობს პროგრამით განსაზღვრულ თვითდასაქმებად პროფესიას;

პროგრამის ფარგლებში, თვითდასაქმების მიზნით, დევნილს/ეკომიგრანტს შეუძლია მოითხოვოს სახელობო იარაღები, მაქსიმუმ 3 ნივთი, 2 000 ლარის ფარგლებში, ამასთანავე, ერთეულის ღირებულება უნდა იყოს მინიმუმ 150 ლარი.

პროგრამაში მონაწილეობისათვის, დაინტერესებულმა დევნილმა და ეკომიგრანტმა უნდა შეავსოს პროგრამის ფარგლებში შემუშავებული საგრანტო განაცხადი და თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოადგინოს სააგენტოში ან სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში, შემდეგ მისამართებზე:

1.       ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;

2.       ქ. გორი, სამების ქუჩა N1;

3.       ქ. რუსთავი, კოსტავას N20 (მე-4 სართული, რუსთავის მერიის შენობა);

4.       ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზ. N27

5.       ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106

ან შევსებული და დასკანერებული სახით, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გამოგზავნოს სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .

განაცხადები მიიღება 2021 წლის 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით.

Please publish modules in offcanvas position.

Free Joomla! templates by Engine Templates