აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

კოლეჯი ,,ჰორიზონტი" გამწვანების კვირეულში ჩაერთო!

კოლეჯი ,,ჰორიზონტი" გამწვანების კვირეულში ჩაერთო!
დღეს, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში, გიორგი სახოკიამ, გამწვანების კვირეულის ფარგლებში,
კოლეჯი ,,ჰორიზონტის" გორაბერეჟოულის სასწავლო კორპუსს, ეზოს მოწყობისთვის, ნერგები გადასცა და გამწვანების აქტივობაში თავადაც მიიღო მონაწილეობა. გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვნენ კოლეჯის დირექტორი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
 

22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება

გურიის რეგიონში, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მდინარეების ნაპირებზე, მუნიციპალიტეტების შემოსასვლელებში, ხევებში, სოფლის ცენტრებსა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო.აღნიშნულ აქციას კოლეჯი ,,პრიზონტიც" შეუერთდა. სტუდენტებმა, პედაგოგებსა და ადმინისტრაციულ პერსონალთან ერთად გაასუფთავეს კოლეჯის მიმდებარე ტერიტორია.
22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება.

გიორგი სახოკიას ვიზიტი კოლეჯ ,,ჰორიზონტში"

სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი სახოკია  კოლეჯ „ჰორიზონტში“ იმყოფებოდა, შეხვდა კოლეჯის ადმინისტრაციას და სასწავლო გარემო დაათვალიერა.
✅რწმუნებულმა გამოთქვა მზაობა, დაეხმაროს კოლეჯს პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაში სხვადასხვა ბიზნესასოციასთან ახალი მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების და ასევე, დუალური მიდგომით სწავლების დასანერგად. კოლეჯში ამ დროისთვის ათ სხვადასხვა პროფესიას სამასამდე სტუდენტი ეუფლება.
✅რეგიონში მნიშვნელოვნად იზრდება პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა. დასრულდა ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში 90 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯის ფილიალის მშენებლობა, სადაც სოფლის მეურნეობის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები განხორციელდება.
✅ამასთან, მიმდინარეობს 150 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯის ფილიალის მშენებლობა ლანჩხუთში, სადაც ტურიზმის, მომსახურების სფეროს, ინჟინერიისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით იგეგმება პროგრამების ამუშავება.
✅აღსანიშნავია, რომ ვითარდება კოლეჯ ,,ჰორიზონტის“ ოზურგეთის სასწავლო ბაზა: დაწყებულია გარე სასწავლო სახელოსნოების მშენებლობის პროექტირება, რომელიც კოლეჯს საშუალებას მისცემს პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა სხვადასხვა პროგრამის დამატებით კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადოს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობამ განახლებული ვებგვერდის www.vet.ge პრეზენტაცია გამართა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობამ განახლებული ვებგვერდის www.vet.ge პრეზენტაცია გამართა. ახალი ელექტრონული პორტალი შექმნილია „ერთი ფანჯრის“ პრინციპის გათვალისწინებით, სადაც თავს იყრის პროფესიული განათლების შესახებ არსებული ყველა საჯარო მონაცემი და სტატისტიკა, ასევე ინფორმაცია ახალი ინიციატივების, სამთავრობო პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესახებ. ვებგვერდი შექმნილია მსოფლიო ბანკის მიმდინარე პროექტის – „პროფესიულ განათლებაში მასწავლებლების ხარისხის ამაღლება“ ფარგლებში, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას გაერთიანებული სამეფოს „კარგი მმართველობის ფონდი“ უწევს. მისი მიზანია, პროფესიული განათლების მასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერებით, ასევე მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებითა და ეფექტური მექანიზმების შექმნით, პროფესიული განათლების სტუდენტებისათვის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უნარების განვითარების ხელშეწყობა.
⚙ ახალი ვებგვერდი შექმნილია რეფორმის პროცესში ჩართული მხარეების, ასევე, მთავარი ბენეფიციარების – სტუდენტების საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, რაც უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ინფორმირებული კარიერული გადაწყვეტილებების მიღებისათვის, ინფორმაციაზე წვდომის გაუმჯობესებას. პარალელურად, ვებგვერდის საშუალებით გადაწყვეტილებების მიმღები მხარეები უზრუნველყოფილი იქნებიან სანდო და სრულყოფილი მონაცემებით სექტორის შესახებ. მისი მარტივი დიზაინი შესაძლებლობას ქმნის საჯარო ინფორმაცია, საჭირო მონაცემები და საგანმანათლებლო რესურსები ადვილად იქნეს მოძიებული. განახლებული ელექტრონული ინსტრუმენტი www.vet.ge გაზრდის პოტენციური ბენეფიციარების დაინტერესებას, უნარების განვითარებისთვის გამოიყენონ პროფესიულ სასწავლებლებში შეთავაზებული შესაძლებლობები, ასევე, ხელმისაწვდომს ხდის ინსტიტუციების პარტნიორობის შესახებ საჭირო ინფორმაციას და აუმჯობესებს პროფესიული განათლების იმიჯს.
💬 „მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ პროფესიული განათლების ახალი ელექტრონული პორტალი www.vet.ge, რომელიც, დარწმუნებული ვარ, გაზრდის სექტორის მიმართ ინტერესს და შესაბამის საგანმანათლებლო სერვისებზე ხელმისაწვდომობას საქართველოში. მჯერა, რომ განახლებული ვებგვერდი, განსაკუთრებით ახლა, COVID-19 პანდემიის პირობებში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს პროფესიული განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და სტუდენტებს, მასწავლებლებს, კოლეჯებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაში. ამასთან, მინდა განსაკუთრებით წავახალისო ჩვენი პარტნიორები კერძო და საჯარო სექტორიდან, გამოიყენონ აღნიშნული ვებგვერდი სექტორთან სხვადასხვა თანამშრომლობითი ურთიერთობების დამყარებისთვის“, – განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ.