აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

კოლეჯი ,,ჰორიზონტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

მომზადების პროგრამაზე ,,კერძები მომზადება სხვადასხვა ტექნოლოგიური მეთოდით" რეგისტრაცია 24 აპრილიდან დაიწყება!

 
კოლეჯი „ჰორიზონტი“ აცხადებს მიღებას პროფესიული მომზადების პროგრამაზე- ,,კერძების მომზადება სხვადასხვა ტექნოლოგიური მეთოდით .“
⏳ მსმენელთა ღია რეგისტრაციის ვადები იწარმოებს 24 აპრილიდან 13 მაისის ჩათვლით.
👉 სწავლის დაწყების თარიღი: 21.05.2021
👉 ღია რეგისტრაციის წესით დარეგისტრირებულ მსმენელებთან შედგება გასაუბრება 📚📖
რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ მოცემულ ბმულს
🙌 კოლეჯი ,,ჰორიზონტი" წარმატებას გისურვებთ!

კოლეჯ ,,ჰორიზონტს" სასტუმრო პარაგრაფის წარმომადგენლები ეწვივნენ

დღეს, კოლეჯ ,,ჰორიზონტს" სასტუმრო ,,Paragraph Resort & Spa Shekvetili"-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ. აღნიშნული სასტუმრო საერთაშორისო ბრენდის Autograph Collection-ის პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა საქართველოში. სტუმრებმა კოლეჯის სტუდენტებს წარუდგინეს საინტერესო პრეზენტაცია და გააცნეს სასტუმროში ამჟამად არსებული ვაკანსიები. სტუდენტებმა ადგილზე შეავსეს ანკეტები სასურველ პოზიციებზე.

 

სიყვარულის დღე კოლეჯ ,,ჰორიზონტში"

15 აპრილს, კოლეჯ ,,ჰორიზონტში" პროფესიული განათლების განვითარების სამსახურის ბაზაზე ახალგაზრდული მუშაკის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში კლუბმა ,,ახალი ჰორიზონტი" სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სტუდენტებმა წარმოადგინეს სხვადასხვა გასართობი და ინტელექტუალური აქტივობები, იუმორისტული სკეტჩები, თამაშები, ვიქტორინები, კარაოკე და ა.შ. ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს კოლეჯის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა, გათამაშდა უამრავი პრიზი. შეკრება ჩატარდა ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომანდაციებს სრული დაცვით.