აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ოზურგეთის ლოკაცია
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!

🔔🔔21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა!
🔹🔹გერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, 2011წელს 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა და ამ დღეს მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება.
რატომ 21 მარტი?
🔶🔶დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც ,ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხდება დამატებით ერთი ქრომოსომა, ანუ მესამე ქრომოსომა , 21-ე წყვილში, ამიტომაც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ არჩეულ იქნა წლის მესამე თვე და 21 რიცხვი.
📢📢რა არის დაუნის სინდრომი?
დაუნის სინდრომი, ცნობილია ასევე, როგორც ტრისომია 21, ის განპირობებულია ქრომოსომათა რაოდენობის ცვლილებით.
ეს არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც წარმოადგენს სინდრომს და არა დაავადებას.
✅დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ზოგჯერ „მზის შვილებს“ უწოდებენ🌞 ესაა ერთგვარი რეაქცია სტიგმაზე, რომელიც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში მცდარ შეხედულებებზე, რომლებიც ხელს უშლის დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების პოტენციალის რეალიზებას.
დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ და ამას ყოვედღიურად ამტკიცებენ.

კოლეჯი ,ჰორიზონტის" სტუდენტი პროფესიული უნარების სააგენტოს კვლევის მონაწილეა!

 
 კოლეჯი ,,ჰორიზონტი" -ს სტუდენტმა, რიტა ვაშაყმაძემ, პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ კვლევაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა ფოკუს ჯგუფის ფორმატში გაიმართა.
🔶სააგენტოს ერთ-ერთ მიზანს საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური და სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარება წარმოადგენს.
⭕️აღნიშნულ საკითხებზე მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანია კოლეჯის მხრიდან აქტიური ჩართულობა, რათა მოხდეს დაწესებულების საჭიროებებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება. ფოკუს ჯგუფის მიზანს სწორედ ამ საჭიროებების იდენტიფიცირება წარმოადგენს.

კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის წარმომადგენელთა ვიზიტი კოლეჯ ,,ჰორიზონტში"

 
16 მარტს კოლეჯ ,,ჰორიზონტს" კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის (CCEH) წარმომადგენლები ესტუმრნენ. აღნიშნული კომპანიის საქმიანობის მიზანია ინვესტირება განახორციელოს მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობაში. კოლეჯში ვიზიტის მისანსაც სწორედ ბახვი 1 ჰესის მშენებლობაში ,,ჰორიზონტის" მხრიდან თანამშრომლობისა და კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის საკითხების განხილვა წარმოადგენდა. აღნიშნული შეხვედრის ინიციატორები ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი "Young Pedagogues' Union" -,,სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი"-ს წარმომადგენლები გახლდათ.
 

პროექტი ,,ისწავლე დასაქმებისთვის" კოლეჯ ,,ჰორიზონტში"

 
პროექტის “ისწავლე დასაქმებისთვის” ფარგლებში დასაქმების ცენტრის თანამშრომელი შეხვდა კოლეჯ
"ჰორიზონტის" სტუდენტებსა და ახალგაზრდულ მუშაკს. ვიზიტი საინფორმაციო სახის იყოს და მიზნად ისახავდა პროექტის საქმიანობის გაცნობას, ასევე ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის ბაზაზე არსებული დასაქმების ცენტრის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.
🔴 პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტთან (ICI) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
#collegehorizonti