აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ოზურგეთის ლოკაცია
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ლანჩხუთის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

კოლეჯი ,,ჰორიზონტის" გორაბერეჟოულის ლოკაციაზე მოკლევადიანი პროგრამების გასაუბრება ჩატარდა.

gas კოლეჯი ,,ჰორიზონტის” გორაბერეჟოულის სასწავლო ფართზე, დღეს წარმატებით დასრულდა მოტივაციური გასაუბრება მოკლევადიან პროგრამებზე-,,ვენახის გაშენება-მოვლა” და ,,ჰიდროელექტროსადგურის (ჰეს) ჰიდრო-მექანიკური ნაწილის ექსპლუატაციის ოპერატორი “.
  რას შეისწავლიან მსმენელები თითოეულ პროგრამაზე?
  ჰიდროელექტროსადგურის (ჰეს) ჰიდრო-მექანიკური ნაწილის ექსპლუატაციის ოპერატორი⚡
მსმენელები შეისწავლიან:
✅ ჰიდროელექტროსადგურის მუშაობის პრინციპებს და ტექნოლოგიურ პროცესებს
✅ ჰიდრო-მექანიკური მოწყობილობების ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებას
✅ უსაფრთხოების ნორმებსა და ავარიულ სიტუაციებზე რეაგირებას
✅ ენერგოსისტემებთან და ელექტრომოწყობილობებთან მუშაობას
✅ გარემოსდაცვით მოთხოვნებს ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციისას
🔶 ვენახის გაშენება-მოვლა🍇

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და GIZ-ის წარმომადგენლები კოლეჯს ესტუმრნენ

goraaa   19 მარტს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) წარმომადგენლებმა „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“-ს თანამშრომლებთან ერთად მოინახულეს პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტის“ ჩოხატაურის ლოკაცია.
 პროექტ „ECO.Georgia”-ს ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, კოლეჯმა შეძლო "სატყეო საქმის" 18-თვიანი პროგრამის განსახორციელებლად აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა და მოიპოვა ავტორიზაცია აღნიშნული პროგრამისთვის. გარდა ამისა, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით და პროექტ „ECO.Georgia”-ს ფინანსური მხარდაჭერით, კოლეჯ ,,ჰორიზონტის” სატყეო დარგის პროფესიული განათლების მასწავლებლებმა გაიარეს ოთხდღიანი ტრენინგი.
ვიზიტის ფარგლებში, კოლეჯის დირექტორმა, ქალბატონმა ნანა ჯოლიამ, ისაუბრა სატყეო საქმის პროგრამის მნიშვნელობაზე გურიის რეგიონში. მან სტუმრებს დეტალურად გააცნო პროგრამის ავტორიზაციის პროცესი და კოლეჯის სამომავლო გეგმები.

სასიხარულო სიახლე !

aTas
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორისაა ალექსანდრე ფირცხალაიშვილი - "წლის საუკეთესო პროფესიული სტუდენტის" ნომინაციაში! 
ვულოცავთ ალექსანდრეს ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ გამარჯვებას! 
დიდი მადლობა კოლეჯ "ჰორიზონტის" ჩოხატაურის ლოკაციას მისი მხარდაჭერისა და პროფესიონალიზმისთვის!

კოლეჯი „ჰორიზონტი“ განახლებული მისია, ხედვა და ღირებულებებით!

misisi  კოლეჯი „ჰორიზონტი“, როგორც გურიის რეგიონში ერთადერთი მრავალპროფილური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, აგრძელებს განვითარების კურსს და წარმოგიდგენთ განახლებულ მისიას, ხედვასა და ღირებულებებს!
  მისია
  ა(ა)იპ კოლეჯი „ჰორიზონტის“, როგორც გურიის რეგიონში ერთადერთი მრავალპროფილური პროფესიულ საგანმათლებლო დაწესებულების, მისიაა, თანამედროვე ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვით, მაღალკვალიფიციური პერსონალის და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, პროფესიისთვის აუცილებელი ცოდნის მიღებით და პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავების გზით უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რაც თითოეულ პროფესიულ სტუდენტს / მსმენელს მისცემს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის, კარიერული წინსვლის და დასაქმების საშუალებას, უზრუნველყოფს მათ პროფესიულ თვითრეალიზაციას და საზოგადოებაში დამკვიდრებას. რაც გურიის რეგიონის და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა

გვიპოვეთ რუკაზე

დაგვიკავშირდით

მისამართი:

  • ოზურგეთი, რუსთაველის #8, 577 16 22 88
  • ლანჩხუთი, ჟორდანიას #75, 555 24 75 50
  • ჩოხატაური, სოფ. გორაბერეჟოული 599 10 85 29

E-Mail: info@horizonti.ge