EVS მოხალისე კოლეჯ ,,ჰორიზონტში"
EVS მოხალისე კოლეჯ „ჰორიზონტში“!
„ჰორიზონტს“ EVS მოხალისე, თალიფ ოზქურთი ესტუმრა, რომელსაც ოზურგეთში არასამთავრობო ორგანიზაცია Student-Youth Council მასპინძლობს.
მოხალისემ კულინარიულ მასტერკლასში მიიღო მონაწილეობა და დიდი ინტერესით ჩაერთო ქართული ტრადიციული კერძების მომზადებაში, განსაკუთრებული მოწონება კი ხაჭაპურმა და საახალწლო გოზინაყმა დაიმსახურა.
მასტერკლასის მსვლელობისას თალიფს არაერთი საინტერესო იდეა გაუჩნდა კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ კოლეჯი „ჰორიზონტის“ გუნდი გულწრფელ მადლობას უხდის Student-Youth Council-ის წარმომადგენლებს, რომლებიც დახმარებას უწევენ მოხალისეებს ჩვენთან დაკავშირებაში და ამგვარად ხელს უწყობენ კულტურათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებას.