საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და კოლეჯ „ჰორიზონტი“-ს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია
სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და კოლეჯ „ჰორიზონტი“-ს ერთობლივი პროექტის „ახალგაზრული ბიზნესკლუბი - ახალგაზრდების ხმა მეწარმეობაში“ფარგლებში ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტის მიზანია ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, გურიის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ფაქტორების გამოვლენა და არსებული გამოწვევების გადაჭრა.