აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ოზურგეთის ლოკაცია
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

საინტერესო დისკუსია ოზურგეთის ტექნოპარკში

 
თემატური შეხვედრა- ,, ტურიზმის მიმართულებით არსებული მდგომარეობა გურიაში და სამომავლო ხედვები".
🔹🔸 შეხვედრაზე განხილული იყო გურიაში ტურიზმის განვითარების პოტენციალი, არსებული
სიტუაციის ანალიზი და განვითარების პერსპექტივები, ჩაი, როგორც ტურისტული პროდუქტი.
✅📣 მოეწყო კოლეჯ "ჰორიზონტში" არსებული პროექტის ფარგლებში დანერგილი ახალი მოკლევადიანი კურსის "ჩაის მასპინძლის"- პრეზენტაცია
 

ძალიან საჭირო ინფორმაცია მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაციის მსურველთათვის

 
ვის შეუძლია პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაში ჩართვა?
პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ პირს, 16 წლიდან ზემოთ, რომელიც დააკმაყოფილებს მის მიერ არჩეული კურსის გამომცხადებელი კოლეჯის მოთხოვნებს.
🔷 ფასიანია კურსის გავლა ან პროგრამაში ჩართვა?
პროგრამაში ჩართვა უფასოა. კურსის ხარჯებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო სრულად აფინანსებს.
🔷 როგორია მოკლევადიანი პროფესიული
კურსის სასწავლო განრიგი და ხანგრძლივობა?
მოკლევადიანი კურსის სასწავლო განრიგს ადგენს კოლეჯი. კურსების ძირითადი ნაწილი ერთიდან - სამ თვემდე მიმდინარეობს, არსებობს გამონაკლისებიც.
🔷 შესაძლებელია თუ არა მოკლევადიან
პროფესიულ კურსებზე ონლაინ რეგისტრაცია?
მოკლევადიან პროფესიულ კურსებზე ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელი არ არის. აუცილებელია დაინტერესებულმა პირმა მიაკითხოს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ოფისებს თბილისსა და რეგიონებში.
🔷 შესაძლებელია თუ არა ერთდროულად რამდენიმე კურსის გავლა?
ერთდროულად რამდენიმე კურსის გავლა შესაძლებელი არ არის. თითოეულ ბენეფიციარს სახელმწიფოს მხრიდან წელიწადში, მხოლოდ ერთი პროფესიული კურსი უფინანსდება. კურსის დასრულებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება ხელახლა ჩაერთოს პროგრამაში.
🔷 რომელ რეგიონში შემიძლია ჩავერთო პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაში?
პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
🔷 როგორი მეთოდით მიმდინარეობს მოკლევადიანი პროფესიული კურსის სწავლება (დისტანციურად, აუდიტორიაში)?
კურსების ძირითადი ნაწილი მიმდინარეობს პროფესიული კოლეჯის აუდიტორიაში. ასევე გარკვეულ პროგრამებზე სწავლება ხდება დისტანციურად ან ჰიბრიდული მეთოდით.
🔷 სად და როდისაა შესაძლებელი მოკლევადიან კურსებზე რეგისტრაცია?
რეგისტრაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია განთავსდება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე, გამოცხადდება რეგისტრაციის ვადები, რის შემდეგაც ბენეფიციარმა უნდა მიმართოს სააგენტოს სერვისცენტრებს და ადგილზე გაიაროს რეგისტრაცია.
🔷 რომელი პროფესიების შესწავლაა შესაძლებელი მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროგრამაში ჩართვით?
პროგრამაში ჩართვით შესაძლებლობა გეძლევათ შეისწავლოთ
ტრანსპორტის მომსახურება, პერსონალურ მომსახურების სპეციალობები , ხელოვნების დარგის სპეციალობები, საინჟინრო საქმე, სოფლის მეურნეობის დარგები, წარმოებისა და გადამუშავების სპეციალობები, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მომსახურება, განათლების სფეროში არსებული პროფესიები.
🔷 გადაეცემა თუ არა პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს რაიმე დამადასტურებელი სერტიფიკატი?
კურსდამთავრებულ პირს გადაეცემა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული სერტიფიკატი.
🔷 დაეხმარება თუ არა სააგენტო კურსდამთავრებულ პირს სამსახურის მოძიებაში?
პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში კურსდამთავრებულ პირს დასაქმებაში შესაძლოა ხელი შეუწყოს როგორც სააგენტომ, ასევე კოლეჯმა. გარდა ამისა, მათ პერიოდულად გაეგზავნებათ სატელეფონო შეტყობინებები ვაკანსიების გამოცხადების შესახებ, ასევე დასაქმების ფორუმების ან მასობრივი გასაუბრების შესახებ.
▶️ მისამართი;
გურია, ოზურგეთი; - ჭავჭავაძის 19,

ვაკანსია

 

  ,,პროფესიული განათლების განვითარების კოორდინატორი",  

ვაკანსიის რაოდენობა: 1

სამუშაოს ადგილმდებარეობა - დაბა ურეკის საჯარო სკოლა.

შრომის ანაზღაურება:     სულ პროექტის მანძილზე  2500 ლარი

   სამუშაოს ხანგრძლივობა  არა უმეტეს 3 თვე -ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს პროგრამების „სტუდენტური და პრესტუდენტური სერვისების განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების განვითარების  ხელშეწყობის  კომპონენტის ფარგლებში.

        

განცხადების მიღების ბოლო  ვადა:   23.03.2023

დოკუმენტაციის გადარჩევა: არა უგვიანეს 24.03.2023

 

საკონტაქტო ტელეფონი:

577 16 22 87 საკონტაქტო პირი : ნანა ფაჩუაშვილი

ელ.ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

   კოორდინატორის ფუნქცია-მოვალეობებია:

Ø  საჯარო სკოლაში პროფესიული განათლების პროგრამების განვითარებისთვის საჭირო პროცესების კოორდინაცია და აღნიშნული მიზნით, დაინტერესებულ მხარეებთან ინტენსიური კომუნიკაცია.

Ø  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების მიზნით პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ შემუშავებული მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებში ჩართულობა და აღნიშნული მიზნით, სკოლასა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის კოლაბორაციისა და შესაბამისი პროცესების კოორდინაცია.

Ø  სასერტიფიკატო კურსების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესების კოორდინაცია.

Ø  სასერტიფიკატო კურსების ადმინისტრირების პროცესში ჩართული თანამშრომლების კოორდინაცია და მათი სამუშაოს შესრულების მონიტორინგი

Ø  სასერტიფიკატო კურსების ეფექტურად განხორციელების მიზნით სკოლისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მენეჯმენტთან ინტენსიური კოორდინაცია.

ü  პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმების გზით საჯარო სკოლაში პროფესიული განათლების კომპონენტის განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების, მათ შორის საჯარო სკოლის ინსტიტუციური განვითარების შესაძლებლობების კოორდინაცია.

Ø  სკოლაში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების დანერგვის მიზნით საჭირო აქტივობებში ჩართულობა და პროგრამების მომზადების პროცესის კოორდინაცია.

Ø  სკოლაში პროფესიული განათლების განვითარების მიზნით სააგენტოს მიერ დაგეგმილი შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული აქტივობების კოორდინაცია და აღნიშნულ აქტივობებში მონაწილეობა.

Ø  სკოლაში პროფესიული განათლების განვითარების მიზნით კერძო სექტორთან, არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ბენეფიციარებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია სააგენტოსთან შეთანხმებითა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთან კომუნიკაციის გზით.

Ø  დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის გზით რეგიონის/მუნიციპალიტეტის შრომის  ბაზრის საჭიროებების შეფასება სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, სკოლაში პროფესიული განათლების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებული აქტივობების დასაგეგმად ინტენსიური კომუნიკაციის წარმოება საჯარო სკოლის მენეჯმენტთან სკოლაში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

Ø  ინტენსიური კომუნიკაციის წარმოება პროფესიული უნარების     სააგენტოსთან სკოლაში პროფესიული განათლების განვითარების  ხელშეწყობის მიზნით.

Ø  სკოლაში პროფესიული განათლების განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელებაში მონაწილეობა საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით PR და საინფორმაციო აქტივობების დაგეგმვა.

 

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:

განათლება:

მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებების, განათლების მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით.

სასურველია:

 მაგისტრის ხარისხი სოციალური მეცნიერებების, განათლების მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით.

 

 

გასაუბრების თემატიკა: შესასრულებელი ფუნქციიდან გამომდინარე.

  წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განათლების, დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი ;
  • პირადობის დამდადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი;
  • CV რეზიუმე;
  • დამატებითი დოკუმენტაცია რომელიც დაადასტურებს პირის ვაკანსიასთან შესაბამისობას;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ცნობა ნამუშევრობის შესახებ;

 

შერჩევა   ჩატარდება   ორ ეტაპად :  დოკუმენტაციის        გადარჩევა    და გასაუბრება.

სავალდებულო დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა არასრული წარმოდგენა არის კანდიდატის შემდეგ ეტაპზე არდაშვების საფუძველი.

გასაუბრების ჩატარების ადგილი და დრო :

გასაუბრება  პრისპირ გასაუბრების ფორმატში ჩატარდება შემდეგ მისმართზე  :ქალაქი ოზურგეთი, რუსთაველის ქ. N8 ა(ა)იპ კოლეჯი ,,ჰორიზონტი’’ შენობა მეორე  სართული.

გასაუბრება ასევე შესაძლებელია ჩატარდეს ონლაინ  ფორმატში.

 დამატებითი ინფორმაცია:  

  • დოკუმენტაცია უნდა იქნეს  ელექტრონული ფორმით, კოლეჯის ელექტრონულ ფოსტაზე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
  • გადაწყვეტილება კანდიდატებს გასაუბრების ეტაპზე გადავლის /ვერგადასვლის შესახებ ეცნობება დოკუმნტაციის გადარჩევიდან არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.აღნიშნულ ვადაში შემდეგ ანუ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ასევე ეცნობებებთ გასაუბრების ჩატარების ზუსტი თარიღი,დრო და გასაუბრების ჩატარების ფორმატი

    დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.