კელი დეგნანის ვიზიტი კოლეჯ ,,ჰორიზონტში"

დღეს ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი , კოლეჯ „ჰორიზონტს" ეწვია. განათლების სფეროში ტექნიკურ ძალისხმევასთან ერთად, ინგლისური ენის პროგრამის გაძლიერებისთვის და ინგლისური ენის ბიბლიოთეკის შესაქმნელად „ჰორიზონტმა" მჭიდროდ ითანამშრომლა მშვიდობის კორპუსთან. USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის ფარგლებში კი, „ჰორიზონტს" გადაეცა საკერავი დანადგარები, საგანმანათლებლო აღჭურვილობა და ჩაუტარდა ტრენინგები მასწავლებლებისთვის.
ელჩმა დაათვალიერა კოლეჯის სახელოსნოები, შეხვდა სტუდენტებსა და პროფესიულ პედაგოგებს.
,,შესანიშნავი კოლეჯი გაქვთ. ძალიან დიდ შეაძლებლობებს სთავაზობთ სტუდენტებს, ბევრ შემოქმედებით ენერგიას ვხედავ თქვენს სტუდენტებში, რომელთაც სწორ მიმართულებას აძლევთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია"-განაცხადა ვიზიტის ბოლოს ელჩმა.