აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ოზურგეთის ლოკაცია
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

კოლეჯი „ჰორიზონტი“ გორაბერეჟოულის ლოკაციაზე სასწავლო პროცესს იწყებს!

 
2021 წლის შემოდგომიდან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში , სოფელ გორაბერეჟოულში, კოლეჯი „ჰორიზონტი“-ს სასწავლო კორპუსში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლება იწყება👏😊
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ კოლეჯმა ,,ჰორიზონტი“ , გორაბერეჟოულის ლოკაციაზე, მოიპოვა შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება: მეხილეობა(მე-4 დონე), მებაღეობა(მე-4 დონე), კომპიუტერული ქსელები და სისტემები (ზოგადი განათლების ინტეგრირებით, მე-4 დონე) , ბაღის დიზაინი (ზოგადი განათლების ინტეგრირებით, მე-4 დონე)📚📓
✅ საქართველოში პროფესიული განათლების ერთ-ერთი პირველი კერის, გორაბერეჟოულის ახალი სიცოცხლე, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევით და ფინანსური უზრუნველყოფით, პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს ჩოხატაურის მოსახელობისთვის, ადგილზე მიიღონ პროფესიული განათლება, გახდნენ შრომის ბაზარზე კონკურენტული კადრები და დასაქმდნენ. ასევე, კერძო სექტორისთვის არის გარანტი, რომ მათი ინვესტირება მუნიციპალიტეტში, უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალით.
კოლეჯი ,,ჰორიზონტი" მადლობას უხდის ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს! 👏💛🌟
👇კოლეჯის ახალი პროფესიული პროგრამების შესახებ დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ აქ:
 
 
 

კოლეჯი ,,ჰორიზონტი" აცხადებს ვაკანსიებს გორაბერეჟოულის სასწავლო ფართისთვის!

 

ა(ა)იპ კოლეჯი "ჰორიზონტი" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. გორაბერეჟოულის სასწავლო ფართზე ინტეგრირებულ მოდულებზე ,,მოქალაქეობა" და ,,მეწარმეობა"  აცხადებს ვაკანსიას პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1.განათლების შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

2.პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი;

3.რეზიუმე/CV;

აღნიშნული დოკუმენტაცია გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. 

შერჩევა ჩატარდება ორ ეტაპად: 1)დოკუმენტაციის გადარჩევა 24.06.2021, გასაუბრება -28.06.2021 10.00 საათიდან. 

გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ოზურგეთი, რუსთაველის ქ.N8 , ა(ა)იპ კოლეჯი ,,ჰორიზონტი"-ს შენობა, მე-2 სართული. 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დოკუმენტში:

საკონკურსო თემატიკა 

 

  

სწავლების და შეფასების მეთოდები პროფესიულ განათლებაში

http://ncp.ge/files/sasargeblo%20resursebi/wignebi/swavlebisa%20da%20shefasebis%20metodebi.pdf

სასიამოვნო სიახლეები კოლეჯ ,,ჰორიზონტში"!

   

 

2021 წლის 11 ივნისს, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ კოლეჯმა   ,,ჰორიზონტი" წარმატებით მოიპოვა შემდეგი პროგრამების განხორციელების უფლება ოზურგეთის (რუსთაველის N8) ლოკაციაზე:

  საფინანსო სერვისები-მოდულური, მე-3 დონე

  ბაღის დიზაინი-მოდულური, ინტეგრირებული მე-4 დონე

  აქვე შეგახსენებთ, რომ, ინტეგრირებული პროგრამა საშუალებას აძლევს საბაზო (9 კლასი) საფეხურის განათლების მქონე პირს, კოლეჯში         სწავლის დასრულების შემდეგ მიიღოს საჯარო სკოლის ატესტატთან გათანაბრებული პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი   დიპლომი და სურვილის შემთხვევაში, სწავლა განაგრძოს უმაღლეს სასწავლებელში.

 კოლეჯი ,,ჰორიზონტი“ ულოცავს და მადლობას უხდის ყველა თანამშრომელს, რომელბმაც  წვლილი შეიტანეს აღნიშნულ პროცესში.

 

პროფორიენტაციული შეხვედრები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში

✅ მიუხედავად პანდემიისა, პროფორიენტაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში, ღია სივრცეში, წამატებით მიმდინარეობს😊📚

#კოლეჯიჰორიზონტი
#პროფესიულიგანათლება👩‍🎓🧑‍🎓📓
#აირჩიეპროფესია #შეიქმენიმომავალი💛99CEE119 42C4 4FC9 8576 29F00AAF5944