აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

კოლეჯ ,,ჰორიზონტს" ჯარას თაფლის აღჭურვილობა, ჯარას სკები და ფუტკრის ოჯახები გადაეცა

ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციამ კოლეჯ ,,ჰორიზონტს“  ჯარას თაფლის აღჭურვილობა,  ჯარას სკები და ფუტკრის ოჯახები გადასცა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი, სამომავლოდ,  ხელს შეუწყობს   მეფუტკრეობის პროფესიული პროგრამის დანერგვა/განხორციელებას.

ჯარას მეფუტკრეობის სწავლების ინტეგრირებას პროფესიულ კოლეჯებში მხარს უჭერენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და დარგობრივი უნარების ორგანიზაცია „აგრო დუო“.

ჯარა, ტრადიციული ველური მეფუტკრეობა, რომელიც უნიკალურ და სუფთა თაფლს აწარმოებს, იშვიათია და საქართველოს სუბტროპიკული და ალპური ზონის რამდენიმე სოფელში, ძირითადად მაღალმთიან აჭარაშია შემორჩენილი. „ჯარას მეფუტკრეთა ასოციაცია“ ჯარას მწარმოებელთა ინტერესების დასაცავად 2018 წელს დაფუძნდა. პირველად საქართველოში, აჭარაში ოცდასამი ჯარას მეფუტკრე გახდა ბიო სერტიფიცირებული. მეტი ინფორმაცია ჯარას შესახებ იხილეთ ბმულზე: www.jarahoney.com

საქართველოში ჯარას მეფუტკრეობის აღდგენას და გაძლიერებას მხარს უჭერს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის თანამშრომლობის სააგენტოს (ADA) მიერ დაფინანსებული მერსი ქორფსის „კავკასიის ალიანსების პროგრამა“ (ALCP)

. 

 

 

პროფესიული ტესტების ნიმუშები

გთავაზობთ პროფესიულ დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის საგამოცდო პროგრამებსა და ტესტების ნიმუშებს:

https://naec.ge/?fbclid=IwAR0QUpM9YNx2vQpJl_xxmX3sSadfCB2mqW2MH_am44x7zx0rgG_18EnIqoI#/ge/post/2448

2021 წლის საშემოდგომო მიღება 12 ივლისიდან დაიწყება!

ააიპ კოლეჯი "ჰორიზონტი" 2021 წლის 12 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციას იწყებს!

დარეგისტრირებას შეძლებთ შემდეგ პროგრამებზე:

კულინარიის ხელოვნება-(მოდულური)- 15 თვე

სამკერვალო წარმოება-(მოდულური)-20 თვე

ელექტროობა-(მოდულური, საბაზო) -10 თვე

ელექტროობა-(მოდულური, ინტეგრირებული)-30 თვე

თმის მომსახურება-(მოდულური)-11 თვე

სარესტორნო მომსახურება-(მოდულური, ინტეგრირებული)-30 თვე

კომპიუტერული ქსელი და სისტემები-(მოდულური, ინტეგრირებული)-30 თვე

სკოლამდელი აღზრდა-(მოდულური)-22 თვე

ბუღალტრული აღრიცხვა-(მოდულური)-20 თვე

საფინანსო სერვისები-(მოდულური)10 თვე

ინფორმაციის ტექნოლოგია-(დუალური)-11 თვე

ბაღის დიზაინი-(მოდულური, ინტეგრირებული) 30 თვე

წელს, კოლეჯი ,,ჰორიზონტი“ გორაბერეჟოულის ლოკაციაზეც დაიწყებს სასწავლო პროცესს! 

საქართველოში პროფესიული განათლების ერთ-ერთი პირველი კერის, გორაბერეჟოულის ახალი სიცოცხლე, პირველ რიგში, ქმნის შესაძლებლობებს ჩოხატაურის მოსახლეობისთვის, ადგილზე მიიღონ პროფესიული განათლება, გახდნენ შრომის ბაზარზე კონკურენტული კადრები და დასაქმდნენ.

ჩოხატაურში, გორაბერეჟოულის ლოკაციაზე, დარეგისტრირებას შეძლებთ შემდეგ პროგრამებზე:

მეხილეობა-(მოდულური)- 19 თვე

მებაღეობა-(მოდულური)-18 თვე

ბაღის დიზაინი-(მოდულური, ინტეგრირებული) 30 თვე

კომპიუტერული ქსელი და სისტემები-(მოდულური, ინტეგრირებული)-30 თვე

რას გულისხმობს ინტეგრირებული მიდგომა?

ინტეგრირებული მიდგომა გულისხმობს ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის (X-Xll) კლასების მოთხოვნების ასახვას პროფესიულ პროგრამაში.

ინტეგრირებული პროგრამის დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულზე გაიცემა სახელმწიფო დიპლომი, რომელიც უთანაბრდება სრული ზოგადი(12 კლასის) განათლების ატესტატს! ინტეგრირებულ პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 3 წელს.

წელს, კოლეჯი ,,ჰორიზონტი“ გორაბერეჟოულის ლოკაციაზეც დაიწყებს სასწავლო პროცესს! 

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება ონლაინ - www.vet.emis.ge

რეგისტრაციის სრულყოფილად გავლის შემდეგ თქვენს მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით გამოგეგზავნებათ ერთჯერადი უნიკალური ოთხციფრიანი კოდი. თუ ეს კოდი არ მიიღეთ, ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, ვერ მოახერხეთ დარეგისტრირება, ამიტომ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მობრძანდით კოლეჯში ან დარეკეტ ნომერზე: 577 16 22 85

სწავლა ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით.

#კოლეჯიჰორიზონტი

#პროფესიულიგანათლება

#აირჩიეპროფესია #შეიქმენიმომავალი

ა(ა)იპ კოლეჯი ,,ჰორიზონტი"-ს დირექტორი, ნანა ჯოლია, მაესტროს ეთერში

კოლეჯი ,,ჰორიზონტი"-ს დირექტორი, ნანა ჯოლია, მაესტროს ეთერში. იხ.ბმული

 

https://fb.watch/6qPvaEatO2/