აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

რეგისტრაცია 20 აგვისტროს სრულდება!

 
უკვე დაასრულე 9 კლასი?
🧐გაინტერესებს დეტალურად შეისწავლო როგორ ფუნქციონირებს კომპიუტერული სისტემები? გსურს დამოუკიდებლად გადაჭრა კომპიუტერთან დაკავშირებული ყველა პრობლემა(რემონტი, აწყობა, დიაგნოსტიკა, მონაცემების გაძლიერება)? 👨‍💻🪛🔧
✅ მაშინ კომპიუტერული ქსელისა და სისტემების ინტეგრირებული პროფესიული პროგრამა ზუსტად შენთვისაა! 🎉☺️👉
👨‍💻დარეგისტრირდი, გახდი შრომის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიის წარმომადგენელი!
👉 პროგრამის ფარგლებში შენ შეისწავლი:
✅ ქსელის ფუნდამენტალური პრინციპებს, ✅ქსელის დაგეგმვას, აგებასა და მონტაჟს;
✅სამონტაჟე ინსტრუმენტებსა და მათი გამოყენებას,
✅ქსელური მოწყობილობების გამოყენებას,
✅ქსელურ პროტოკოლებს, ქსელის დამისამართებას;
✅უსაფრთხოების საფუძვლებს,
✅ქსელში წარმოშობილი პრობლემის მოძიებასა და აღმოფხვრას;
✅უკაბელო ქსელის მონტაჟსა და უსაფრთხოებას;
📣📣 არ დაგავიწყდეს !!!
📚სწავლის დასრულების შემდეგ პროფესიის დამადასტურებელ დიპლომთან ერთად შენ მიიღებ 12 კლასის (სრული ზოგადი განათლება) ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს. 🔖

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კოლეჯ ,,ჰორიზონტსა" და SBA-ს შორის

 
 
კოლეჯ ,,ჰორიზონტსა"და საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმი გაფორმდა!🎉
✅📝 აღნიშნული მემორანდუმის მიზანია პროფესიული განათლების განვითარებისა და პოპულარიზაციის უზრუნველყოფა თანამშრომლობის გზით🤝

რეგისტრაციის პროცესი დაიწყო!

 
ააიპ კოლეჯი "ჰორიზონტი" 2021 წლის 12 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციას იწყებს!
დარეგისტრირებას შეძლებთ შემდეგ პროგრამებზე:
▶️კულინარიის ხელოვნება-(მოდულური)- 15 თვე
▶️სამკერვალო წარმოება-(მოდულური)-20 თვე
▶️ელექტროობა-(მოდულური, საბაზო) -10 თვე
▶️ელექტროობა-(მოდულური, ინტეგრირებული)-30 თვე
▶️თმის მომსახურება-(მოდულური)-11 თვე
▶️სარესტორნო მომსახურება-(მოდულური, ინტეგრირებული)-30 თვე
▶️კომპიუტერული ქსელი და სისტემები-(მოდულური, ინტეგრირებული)-30 თვე
▶️სკოლამდელი აღზრდა-(მოდულური)-22 თვე
▶️ბუღალტრული აღრიცხვა-(მოდულური)-20 თვე
▶️საფინანსო სერვისები-(მოდულური)10 თვე
▶️ინფორმაციის ტექნოლოგია-(დუალური)-11 თვე
▶️ბაღის დიზაინი-(მოდულური, ინტეგრირებული) 30 თვე
✅🥳🌟🤩წელს,კოლეჯი ,,ჰორიზონტი“ გორაბერეჟოულის ლოკაციაზეც დაიწყებს სასწავლო პროცესს!
საქართველოში პროფესიული განათლების ერთ-ერთი პირველი კერის, გორაბერეჟოულის ახალი სიცოცხლე, პირველ რიგში, ქმნის შესაძლებლობებს ჩოხატაურის მოსახლეობისთვის, ადგილზე მიიღონ პროფესიული განათლება, გახდნენ შრომის ბაზარზე კონკურენტული კადრები და დასაქმდნენ.
ჩოხატაურში, გორაბერეჟოულის ლოკაციაზე, დარეგისტრირებას შეძლებთ შემდეგ პროგრამებზე:
▶️მეხილეობა-(მოდულური)- 19 თვე
▶️მებაღეობა-(მოდულური)-18 თვე
▶️ბაღის დიზაინი-(მოდულური, ინტეგრირებული) 30 თვე
▶️კომპიუტერული ქსელი და სისტემები-(მოდულური, ინტეგრირებული)-30 თვე
🤔🙄 რას გულისხმობს ინტეგრირებული მიდგომა?
ინტეგრირებული მიდგომა გულისხმობს ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის (X-Xll) კლასების მოთხოვნების ასახვას პროფესიულ პროგრამაში.
ინტეგრირებული პროგრამის დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულზე გაიცემა სახელმწიფო დიპლომი, რომელიც უთანაბრდება სრული ზოგადი(12 კლასის) განათლების ატესტატს! ინტეგრირებულ პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 3 წელს.
👨‍💻✅რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება ონლაინ - www.vet.emis.ge, დარეგისტრირება შეგიძლიათ კოლეჯშიც!
რეგისტრაციის სრულყოფილად გავლის შემდეგ თქვენს მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით გამოგეგზავნებათ ერთჯერადი უნიკალური ოთხციფრიანი კოდი. თუ ეს კოდი არ მიიღეთ, ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, ვერ მოახერხეთ დარეგისტრირება, ამიტომ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მობრძანდით კოლეჯში ან დარეკეთ ნომერზე: 577 16 22 85

საზაფხულო არდადეგები!

 
ა(ა)იპ კოლეჯი ,,ჰორიზონტი"-ს პროფესიული სტუდენტებისა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა საყურადღებოდ!!!
საზაფხულო არდადეგები დაიწყება მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან და გაგრძელდება 6 სექტემბრამდე.
ბედნიერ დასვენებასა და ჯანმრთელობას გისურვებთ!