აუტიზმი- სპექტრული აშლილობაა, რომელიც ხელს უშლის ბავშვის ვერბალური და არა-ვერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებს.
აღსანიშნავია, რომ აუტიზმის მქონე ადამიანებს ხშირად ახასიათებთ რუტინის სიყვარული, მომატებული მგრძნობელობა, განსაკუთრებული ინტერესები და შემეცნების დაქვეითებული უნარი.
• მსოფლიოში მოსახლეობის 1%-ს აღენიშნება აუტიზმი. დღესდღეობით, ბევრმა ადამიანმა იცის რას ნიშნავს აუტიზმი, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის როგორია აუტიზმის მქონე ადამიანთა საჭიროებები;
• აუტიზმის მქონე ადამიანების ჩართულობა ხელს უწყობს უფრო ყოვლისმომცვლელი და ინკლუზირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას;
• აუტიზმის მქონე ადამიანების უჩვეულო ქცევა გამოწვეულია კომუნიკაციის დამყარებისა და ყოველდღიურ სიტუაციებში ადაპტირების ნაკლებობით;
• ხშირად აუტიზმის მქონე ადამიანებს გააჩნიათ ფარული ნიჭი და უნარ-ჩვევები;
• აუტიზმის შემთხვევები ბიჭებში ოთხჯერ უფრო ხშირია ვიდრე გოგონებში;
• აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ, თავს იჩენენ ბავშვის ცხოვრების პირველი 5 წლის განმავლობაში;
• იგი აღინიშნება ყველა რასისა და სოციალური მდგომარეობის პირთა შორის;
• აუტიზმის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის;
• არსებობს მტკიცებაზე დაფუძნებული ფსიქო-სოციალური ინტერვენციები, რომლებიც დადებითად მოქმედებს კომუნიკაციის უნარებისა და საზოგადოებრივი ქცევების ჩამოყალიბებაში.
• .აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებს, არც თუ იშვიათად, შეუძლიათ კონკრეტულ სფეროში ძალზე დიდ წარმატებას მიაღწიონ. მთავარია, საზოგადოება ინფორმირებული იყოს აუტიზმის შესახებ. ამასთან, აუცილებელია აუტიზმის მქონე ადამიანების მიმართ მეგობრულად განწყობილი საზოგადოების, სასწავლო დაწესებულებებისა და სამუშაო ადგილების შექმნა, რათა მათ შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლინება და რეალიზება