აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ახალი ეტაპი

🔔 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის - ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამის“ პირველი ეტაპი გრძელდება
🔹🔹სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ, დღეიდან ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამის“ პირველი ეტაპის ფარგლებში დაიწყო პროგრამაში ჩართვის მსურველების რეგისტრაცია 5 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით (10.00-17.00 საათამდე). სწავლა მაისის თვეში დაიწყება.
პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიანი კურსები არანაკლებ ერთთვიანია. ქვეპროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სწავლა უფასოა.
ქ. ოზურგეთი
1.ელექტროსამონტაჟო სამუშაოები
2.კერძების მომზადება სხვადასხვა ტექნოლოგიური მეთოდით
3.სერვისი და სერვირება
4.ქალის მსუბუქი ტანსაცმლის მასალაში შესრულება.

აუტიზმის საერტაშორისო დღე!

🔔 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო დღედ გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ 2007 წელს გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო.
🔹🔹2 აპრილს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ღირსშესანიშნაობები ლურჯ ფერში ნათდება, რაც „Light It Up Blue“ კამპანიის ნაწილია და საზოგადოებაში აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას ემსახურება.
❓❓🧐 რა არის აუტიზმი?
აუტიზმი- სპექტრული აშლილობაა, რომელიც ხელს უშლის ბავშვის ვერბალური და არა-ვერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებს.
აუტიზმის მქონე ყველა ადამიანს განსხვავებული მახასიათებლები გააჩნიათ; თუმცა, ისინი სამ მთავარ ჯგუფად ერთიანდება:
🔹• საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა;
🔹• საზოგადოებასთან ინტეგრაციის პრობლემა;
🔹• საზოგადოებაში საკუთარი როლის წარმოსახვის პრობლემა.
აღსანიშნავია, რომ აუტიზმის მქონე ადამიანებს ხშირად ახასიათებთ რუტინის სიყვარული, მომატებული მგრძნობელობა, განსაკუთრებული ინტერესები და შემეცნების დაქვეითებული უნარი.
• მსოფლიოში მოსახლეობის 1%-ს აღენიშნება აუტიზმი. დღესდღეობით, ბევრმა ადამიანმა იცის რას ნიშნავს აუტიზმი, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის როგორია აუტიზმის მქონე ადამიანთა საჭიროებები;
• აუტიზმის მქონე ადამიანების ჩართულობა ხელს უწყობს უფრო ყოვლისმომცვლელი და ინკლუზირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას;
• აუტიზმის მქონე ადამიანების უჩვეულო ქცევა გამოწვეულია კომუნიკაციის დამყარებისა და ყოველდღიურ სიტუაციებში ადაპტირების ნაკლებობით;
• ხშირად აუტიზმის მქონე ადამიანებს გააჩნიათ ფარული ნიჭი და უნარ-ჩვევები;
• აუტიზმის შემთხვევები ბიჭებში ოთხჯერ უფრო ხშირია ვიდრე გოგონებში;
• აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ, თავს იჩენენ ბავშვის ცხოვრების პირველი 5 წლის განმავლობაში;
• იგი აღინიშნება ყველა რასისა და სოციალური მდგომარეობის პირთა შორის;
• აუტიზმის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის;
• არსებობს მტკიცებაზე დაფუძნებული ფსიქო-სოციალური ინტერვენციები, რომლებიც დადებითად მოქმედებს კომუნიკაციის უნარებისა და საზოგადოებრივი ქცევების ჩამოყალიბებაში.
• .აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებს, არც თუ იშვიათად, შეუძლიათ კონკრეტულ სფეროში ძალზე დიდ წარმატებას მიაღწიონ. მთავარია, საზოგადოება ინფორმირებული იყოს აუტიზმის შესახებ. ამასთან, აუცილებელია აუტიზმის მქონე ადამიანების მიმართ მეგობრულად განწყობილი საზოგადოების, სასწავლო დაწესებულებებისა და სამუშაო ადგილების შექმნა, რათა მათ შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლინება და რეალიზება
“პატივისცემა, მიმღებლობა, ჩართულობა“
#2აპრილი - აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე

წარმატებული კურსდამთავრებულები

კოლეჯი ,,ჰორიზონტი"-ს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიული პროგრამის, ,,კულინარიის ხელოვნება"👨‍🍳 კურსდამთავრებული, ლადო დანელია ჟურნალ ,,პროფესიულ განათლება"-ში 🎉😊
👨‍🍳 ლადო დანელია:
,,პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კოლეჯ „ჰორიზონტს“ და ქალბატონებს – ნანა ჯოლიას და ნანა ფაჩუაშვილს, და ასევე ყველა პედაგოგს. კოლეჯმა დიდი გავლენა
იქონია ჩემს განვითარებაზე და სამომავლო კარიერაზე. უნდა იყო მიზანდასახული და შენი
არჩეული პროფესიის სიყვარულით თავდაუზოგავად იშრომო. რაც მე შევძელი, ბევრი ღამის
თენების შედეგია. კიდევ ბევრი გზა მაქვს გასავლელი, სულ სიახლის ძიებაში ვარ. უფრო მეტად
განვითარებისთვის, იმისთვის, რომ შევქმნა გემრიელი და საინტერესო კერძები.
წარმატებებს ვუსურვებ ყველას, ვინც სწავლობს და პროფესიას ირჩევს".
🔹🔹იხ. ჟურნალის ელ.ვერსია 👇