აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ოზურგეთის ლოკაცია
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

კიდევ ერთი საინტერესო დღე ,,ჰორიზონტის" გორაბერეჟოულის ლოკაციაზე!

 
 კიდევ ერთი საინტერესო დღე კოლეჯ „ჰორიზონტის" გორაბერეჟოულის ლოკაციაზე!
👩‍🎓🧑‍🎓 ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლებმა და კოლეჯის ინტეგრირებული ზოგადი მოდულის სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე:
♻️🔰„ქიმია და მდგრადი განვითარება" ხელმძღვანელი ინტეგრირებული ზოგადი მოდულის პედაგოგი ქიმია-ბიოლოგის მიმართულებით-ირმა გვენეტაძე👩‍🎓😊

დასაქმების ფორუმი

✅ დღეს, ოზურგეთში , დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი ჩატარდა.
🔹 ფორუმის მიზანი ახალგაზრდების, იძულებით გადაადგილებული პირების, სამუშაო გამოცდილების არმქონე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმუშევარი პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა გახლდათ.
🔸🔹 აღნიშნული ფორუმის ერთ-ერთი სტუმარი და მომხსენებელი გახლდათ ა(ა)იპ კოლეჯი ,,ჰორიზონტი"-ს დირექტორი ქალბატონი,ნანა ჯოლია, რომელმაც სამუშაოზე დაფუძვნებული სწავლების დანერგვის წარმატებულ პრაქტიკაზე ისაუბრა. სწორედ ამ მიდგომით, კოლეჯი ჰორიზონტის გორაბერეჟოულის ლოკაციაზე განხორციელდება მოკლევადიანი მომზადება- გადამზადების პროგრამები ,,ხეხილოვანი კულტურების დაცვა", ,,ვენახის გაშენება-მოვლა" და ,,მეღვინეობა"
👨‍💻🔛 ფორუმში მონაწილეობას 𝟑𝟎–მდე მცირე და საშუალო კომპანია იღებდა , რომლებიც ვაკანსიებს, დასაქმებისა და სტაჟირებისთვის წარადგენენ.
✅ 250 -ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა მიიღო მონაწილეობა ინტერაქტიულ სემინარებში, უშუალოდ გაესაუბრა დამსაქმებლებს და გაეცნო ვაკანსიებს.
 

ახალი მომზადება-გადამზადების პროგრამების დანერგვა კოლეჯ ,,ჰორიზონტში"

✅ ა(ა) იპ კოლეჯი ,,ჰორიზონტი“ გურიის რეგიონში ერთ-ერთ საკვანძო საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს, შესაბამისად, როლიდან გამომდინარე, დაწესებულების მისია და სტრატეგიული მიზნები გულისხმობს იმ საგანმანათლებლო სერვისების დანერგვა-განხორციელებას, რომლებიც რეგიონი საჭიროებებზე სწორებით, უზრუნველყოფენ მოთხოვნადი ცოდნისა და უნარ-ჩვევებისა მქონე, კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის ფორმირებას და დასაქმების სტიმულირებით გზით ხელს შეუწყობენ რეგიონის ეკონომიკური გაძლიერების პროცესს.🔹🔸 კერძო სექტორის წარმომადგენლებთან განხორციელებული ერთ-ერთი მორიგი შეხვედრის დროს, გამოიკვეთა კომპანიასთან ,,დიაგნოსტიკური ცენტრი“, თანმშრომლობით “ხეხილოვანი კულტურების დაცვა“ მოკლევადიანი პროგრამის განხორციელების შესაძლებლობა. გურიის რეგიონისთვის სოფლის მეურნეობის დარგს 56.2% წილი უჭირავს, კოლეჯს კი აღნიშნული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის მეხილეობის მოდულური პროგრამის ეფექტურად განხორციელების გამოცდილება გააჩნია, ამასთანავე ჩვენთვის მნიშვნელოვანია საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში პროექტების განხორციელება, შესაბამისად, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ და კომპანიასთან „დიაგნოსტიკური ცენტრი“, აქტიური თანამშრომლობით შევიმუშავეთ “ხეხილოვანი კულტურების დაცვა“ მოკლევადიანი მომზადების კურსი.
✅ 👨‍💻საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების პროცესი უზრუნველყოფილი იყო პროექტის „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისათვის, პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის SECTORs“ მხარდაჭერით, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური დახმარებითა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის კოორდინაციით. 👨‍💻რეგისტრაცია მიმდინარეობს 5 ივნისამდე ვებ.გვერდზე-vet.emis.ge ან გვეწვიეთ კოლეჯში.