ახალგაზრდობის სააგენტოს წარმემადგენლების ვიზიტი კოლეჯ ,,ჰორიზონტში"

ევროკავშირის პროექტის უნარები წარმატებისთვის – Skills for Success“ ფარგლებში, საქართველოს 4 სამიზნე რეგიონში, მათ შორის, გურიაში ინოვაციური ლაბორატორიები შეიქმნება, სადაც 500 ახალგაზრდა გაიუმჯობესებს სამეწარმეო უნარებს.
ფასილიტატორის და მენტორის დახმარებით ახალგაზრდები ჩაერთვებიან ინოვაციურ სასწავლო პროცესში და მიიღებენ ინფორმაციას მეწარმეობის მიმართულებით არსებულ სამთავრობო და არასამთავრობო შესაძლებლობებზე. ასევე, გაიცემა მცირე გრანტები ბიზნეს იდეების პროტოტიპირებისათვის. კოლეჯი ,,ჰორიზონტი" კი ამ პროცესის მხარდამჭერი იქნება.
ინოვაციური ლაბორატორიების შექმნას უზრუნველყოფს საერთაშორისო ორგანიზაცია გადავარჩინოთ ბავშვები (Save the Children). #EU4Georgia #ახალგაზრდულიმუშაკი #მობილურიახალგაზრდულიმუშაკი #ესპროფესიაა ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია • Youth Workers' Association of Georgia Save the Children in Georgia Konrad-Adenauer-Stiftung South Caucasus საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

