პროექტი კოლეჯების ,,აგრო-ლიგა" ჰოგორაბერეჟოულის ლოკაციაზე რიზონტის
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით, ა/ო “სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია”, ანხორციელებს პროექტს „კოლეჯების აგრო-ლიგა“, რომელიც არის ეროვნული აგროოლიმპიადის ანალოგი და რომელიც ორიენტირებული იქნება მხოლოდ აგრარული პროფილის პროფესიული საგანმანათლებლო ინსტიტუტების და მათი ბენეფიციარების წარმოჩენა-პოპულარიზაციაზე. კონკურსი ჩატარდება სამ დარგში - მეხილეობა, მეფუტკრეობა და სატყეო საქმე.
ტესტირება ჩატარდება ინდივიდუალურად, თითოეულ შერჩეულ ბენეფიციარ კოლეჯში.
ტესტების მომზადებულია შესაბამისი სასწავლო პროგრამის სასწავლო რესურსების გამოყენებით.
კოლეჯების კურსდამთავრებული, ან მოქმედი სტუდენტების ცოდნის შეფასება იწარმოებს სირთულის მიხედვით სორტირებული ტესტების საშუალებით.
კონკურსის გამარჯვებულები დარგების მიხედვით გამოვლინდებიან დაგროვებული ქულათა რაოდენობის მიხედვით. სულ გამოვლინდება 3 (I ადგილი; II ადგილი; III ადგილი) გამარჯვებული მონაწილე თითოეულ დარგში.
გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი პრიზები. გარდა ამისა, შედგება ბენეფიციარი კოლეჯების რეიტინგი, სადაც ბენეფიციარი კოლეჯები გადანაწილდება მათი სტუდენტების/კურსდამთავრებულების მიერ კონკურსში დაკავებული ადგილების შესაბამისად.