კოლეჯი "ჰორიზონტი" აგრძელებს პროფორიენტაციულ კამპანიას ოზურგეთის მუნიციპალიტეტში!

დღეს კოლეჯმა „ჰორიზონტმა“ უმასპინძლა ავტორიზაციის ექსპერტებს, რომლებიც ესტუმრნენ მოკლევადიან პროფესიულ პროგრამას – „ხე-ტყის დამუშავება“.
ვიზიტის ფარგლებში ექსპერტებმა ადგილზე შეისწავლეს როგორც თეორიული სასწავლო სივრცეები , ასევე პრაქტიკული გარემო , რომელიც სპეციალურად ამ პროგრამისთვისაა აღჭურვილი. მათ მიერ შეფასდა ინფრასტრუქტურა, ტექნიკური საშუალებები და მასწავლებელთა პროფესიონალური გუნდი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული პროგრამის განხორციელებაში
კოლეჯი იმედს გამოთქვამს, რომ პროგრამა „ხე-ტყის დამუშავება“ გახდება კიდევ ერთი ძლიერი მიმართულება, რომელიც შეწყობს ხელს ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული კვალიფიციური კადრების მომზადებას.
მისამართი:
E-Mail: info@horizonti.ge