აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ოზურგეთის ლოკაცია
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ლანჩხუთის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების მხარდასაჭერად გამოცხადებული კონკურსი დასრულდა

კონკურსის ფოტოპროფესიული უნარების სააგენტოს მიერ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების მხარდასაჭერად გამოცხადებული კონკურსი დასრულდა.

კონკურსის მიზანს წარმოადგენდა პროფესიული სტუდენტების სასწავლო პროცესში უწყვეტი და ეფექტური ჩართულობის ხელშეწყობა, რაც მათ სოციალურ მხარდაჭერასა და წახალისებას ისახავდა მიზნად.

🏅 კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა 20 გამარჯვებული სტუდენტი, რომლებსაც ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

✨ სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ გამარჯვებულთა ოცეულში კოლეჯი ,,ჰორიზონტის“ ორი სტუდენტიც შევიდა — ერთი ოზურგეთის, მეორე კი ჩოხატაურის ლოკაციიდან. კოლეჯი  "ჰორიზონტი" ულოცავს ჩვენს სტუდენტებს ამ წარმატებას და მომავალშიც მხარს დაუჭერს მათ პროფესიულ განვითარებას!

🤝 კონკურსის მხარდამჭერები იყვნენ:
🔹 გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
🔹 შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC

კოლეჯ ,,ჰორიზონტში" საგაზაფხულო მიღების პროგრამებზე გასაუბრების თარიღები ჩაინიშნა !

გიზიარებთ, საგაზაფხულო მიღების ფარგლებში გამოცხადებულ პრიფესიული პროგრამების გასაუბრების თარიღებს სამივე ლოკაციაზე: ოზურგეთში, ;ლანჩხუთსა და ჩოხატაურში. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე 577180712 ამ 577162285 . კოლეჯი ,,ჰორიზონტი" წარმატებას გისურვებთ. 

07742244 a33a 427c a2fe 04f644e3b72a 1b76efed fd82 4cc3 aec1 d5246c1d56cf

ac2f78b1 2a3a 4eb4 92f3 e6b74c024c3c

კოლეჯი "ჰორიზონტი" აგრძელებს პროფორიენტაციულ კამპანიას ოზურგეთის მუნიციპალიტეტში!

proof კოლეჯი "ჰორიზონტი" აგრძელებს პროფორიენტაციულ კამპანიას ოზურგეთის მუნიციპალიტეტში!
ამჯერად სოფელ ნასაკირალის მოსახლეობას ვეწვიეთ და ადგილზე გავაცანით პროფესიული განათლების შესაძლებლობები და უპირატესობები.
 ჩვენთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობდა კოლეჯის პროფესიული სტუდენტიც, რომელიც თავად ნასაკირალის მკვიდრია. მან პირადი გამოცდილება გაუზიარა თანასოფლელებს და ახალგაზრდებს მოტივაცია კიდევ უფრო გაუძლიერა.
 კოლეჯი "ჰორიზონტი" არც ერთ კუთხეს არ ტოვებს მოუნახულებელს — მიზნად ვისახავთ, თითოეულ სოფელს, თითოეულ ოჯახს მივაწოდოთ ინფორმაცია პროფესიული განათლების მნიშვნელობის შესახებ, რათა ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.
 ერთად ვქმნით განათლებულ, პროფესიონალ და წარმატებულ თაობას!

🎓 ავტორიზაციის ექსპერტების ვიზიტი კოლეჯ „ჰორიზონტში“ პროგრამაზე „ხე-ტყის დამუშავება“

xet yeდღეს კოლეჯმა „ჰორიზონტმა“ უმასპინძლა ავტორიზაციის ექსპერტებს, რომლებიც ესტუმრნენ მოკლევადიან პროფესიულ პროგრამას – „ხე-ტყის დამუშავება“.

ვიზიტის ფარგლებში ექსპერტებმა ადგილზე შეისწავლეს როგორც თეორიული სასწავლო სივრცეები , ასევე პრაქტიკული გარემო , რომელიც სპეციალურად ამ პროგრამისთვისაა აღჭურვილი. მათ მიერ შეფასდა ინფრასტრუქტურა, ტექნიკური საშუალებები და მასწავლებელთა პროფესიონალური გუნდი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული პროგრამის განხორციელებაში 

კოლეჯი იმედს გამოთქვამს, რომ პროგრამა „ხე-ტყის დამუშავება“ გახდება კიდევ ერთი ძლიერი მიმართულება, რომელიც შეწყობს ხელს ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული კვალიფიციური კადრების მომზადებას

გვიპოვეთ რუკაზე

დაგვიკავშირდით

მისამართი:

  • ოზურგეთი, რუსთაველის #8, 577 16 22 88
  • ლანჩხუთი, ჟორდანიას #75, 555 24 75 50
  • ჩოხატაური, სოფ. გორაბერეჟოული 599 10 85 29

E-Mail: info@horizonti.ge