კოლეჯი "ჰორიზონტი" აგრძელებს პროფორიენტაციულ კამპანიას ოზურგეთის მუნიციპალიტეტში!

proof კოლეჯი "ჰორიზონტი" აგრძელებს პროფორიენტაციულ კამპანიას ოზურგეთის მუნიციპალიტეტში!
ამჯერად სოფელ ნასაკირალის მოსახლეობას ვეწვიეთ და ადგილზე გავაცანით პროფესიული განათლების შესაძლებლობები და უპირატესობები.
 ჩვენთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობდა კოლეჯის პროფესიული სტუდენტიც, რომელიც თავად ნასაკირალის მკვიდრია. მან პირადი გამოცდილება გაუზიარა თანასოფლელებს და ახალგაზრდებს მოტივაცია კიდევ უფრო გაუძლიერა.
 კოლეჯი "ჰორიზონტი" არც ერთ კუთხეს არ ტოვებს მოუნახულებელს — მიზნად ვისახავთ, თითოეულ სოფელს, თითოეულ ოჯახს მივაწოდოთ ინფორმაცია პროფესიული განათლების მნიშვნელობის შესახებ, რათა ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.
 ერთად ვქმნით განათლებულ, პროფესიონალ და წარმატებულ თაობას!

🎓 ავტორიზაციის ექსპერტების ვიზიტი კოლეჯ „ჰორიზონტში“ პროგრამაზე „ხე-ტყის დამუშავება“

xet yeდღეს კოლეჯმა „ჰორიზონტმა“ უმასპინძლა ავტორიზაციის ექსპერტებს, რომლებიც ესტუმრნენ მოკლევადიან პროფესიულ პროგრამას – „ხე-ტყის დამუშავება“.

ვიზიტის ფარგლებში ექსპერტებმა ადგილზე შეისწავლეს როგორც თეორიული სასწავლო სივრცეები , ასევე პრაქტიკული გარემო , რომელიც სპეციალურად ამ პროგრამისთვისაა აღჭურვილი. მათ მიერ შეფასდა ინფრასტრუქტურა, ტექნიკური საშუალებები და მასწავლებელთა პროფესიონალური გუნდი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული პროგრამის განხორციელებაში 

კოლეჯი იმედს გამოთქვამს, რომ პროგრამა „ხე-ტყის დამუშავება“ გახდება კიდევ ერთი ძლიერი მიმართულება, რომელიც შეწყობს ხელს ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული კვალიფიციური კადრების მომზადებას

კოლეჯ ,,ჰორიზონტში" საგაზაფხულო რეგისტრაცია იწყება!

 
ლოგო🎓 კოლეჯი „ჰორიზონტი“ 28 აპრილიდან იწყებს რეგისტრაციებს მრავალფეროვან პროფესიულ პროგრამებზე!
🔹 ოზურგეთის ლოკაცია
კულინარიის ხელოვნება
ელექტროობა
 სასტუმროს მომსახურება (ინტეგრირებული)
 კომპიუტერული ქსელები და სისტემები (ინტეგრირებული)
 საფინანსო სერვისები
🔹 ლანჩხუთის ლოკაცია
 თმის მომსახურება
 ელექტროობა
🔹 გორაბერეჟოულის ლოკაცია

2025 წლის საგაზაფხულო რეგისტრაციები 28 აპრილიდან დაიწყება!

regკოლეჯ "ჰორიზონტში" რეგისტრაცია 28 აპრილიდან დაიწყება!
 ამ მნიშვნელოვან ეტაპს წინ აქტიური პროფორიენტაციული კამპანია უსწრებს, რომელიც მთელი რეგიონის მასშტაბით მიმდინარეობს. ჩვენი კოლეჯის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი, პროფესიულ მასწავლებლებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, პროფორიენტაციულ ვიზიტებს ატარებს მობილური ჯგუფების ფორმატში.
წელს სიახლეც შევმატეთ პროცესს!
მობილურ ჯგუფს კოლეჯის პროფესიული სტუდენტები და კურსდამთავრებულები შემოუერთდნენ. ამ ინოვაციური პროექტის მიზანია, ჩვენი პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ჩართულობით თანატოლებისთვის გავხადოთ ინფორმაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და ინსპირაციული.