აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ოზურგეთის ლოკაცია
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ლანჩხუთის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი
bolo    შემეცნებითი ლაშქრობით დასრულდა ექსტრაკურიკულური აქტივობების  ფარგლებში მოქმედი ახალგაზრდული პროექტი კოლეჯ ,,ჰორიზონტში’’ 
  ,,ჰეკადემიელებმა’’ სოფელ ლიხაურში შესანიშნავი დღე გაატარეს, ილაშქრეს და  მოინახულეს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მიზეუმი, ღვთისმშობლის ტაძარი ,თამარის ციხე და აჭის წმ.გიორგის ეკლესია. აღსანიშნავია ის, რომ ახალგაზრდებმა წინასწარ მოამზადეს პრეზენტაციები აღნიშნულ ლოკაციებზე და გიდობა გაუწიეს ერთმანეთს.
magid  კოლეჯი ,,ჰორიზონტის” პროფესიული სტუდენტებისა და ადმინისტრაციის     ორგანიზებით, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში, მაგიდის ჩოგბურთში   ტურნირი ჩატარდა  .ტურნირში მონაწილოებას კოლეჯის ლოკაციებზე არსებული   პროფესიული პროგრამების სტუდენტები იღებდნენ.
ახალგაზრდა გოგონას, სოფო ჩხაიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
"როგორი შეგრძნება მაქვს იცით?
ვცდილობ რომ გავექცე იმ რეალობას რა რეალობაშიც შენმა მდგომარეობამ ჩაგვაგდო ყველა…
სიცოცხლით სავსე ადამიანია ჩვენი სოფო?
მეგობრებო უბრალოდ წარმოუდგენელი რეალობის წინაშე ვართ, ასე უცებ არ ვიცი საიდან რა ფინანსები უნდა ვიპოვოთ რომ შევძლოთ მისი გადარჩენა და მინდა გთხოვოთ დახმარება, ჩემ მეგობრებს, თქვენ მეგობრებს რომ დაგვეხმაროთ და გადვარჩინოთ მისი სიცოცხლე!
სოფოს დიაგნოზია სეფსისი, ასე უცებ სრულიად ჯანმრთელი გოგო, თავისი ფეხით მივიდა კლინიკაში თავის ძლიერი ტკივილით და მესამე დღეა კომაშია?
ერთადერთი რაც მინდა გთხოვოთ არის ის რომ დაგვეხმაროთ თუნდაც ერთი ლარით, სოფო სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა თურქეთში სადაც მას სჭირდება ძალიან ძვირიანი ოპერაცია!
ერთი წამიც კი ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებო ჩვენთვის…
სოფოს მამის პირად ნომერს დავწერ
საქართველოს ბანკი: პირადი ნომერი: #33001000165
ანგარიშის ნომერი: GE52BG0000000515958200
მიმღები ილია ჩხაიძე " - წერს ოჯახის ახლობელი.

 konf
 კოლეჯი ,,ჰორიზონტის” პროფესიული განათლების მასწავლებელთა საყურადღებოდ!!!

 განათლების, მეცნიერებისადა ახალგაზრდობის სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს   ინიციატივით გამოცხადდა კონკურსი საერთაშორისო სასწავლო ვიზიტში მონაწილეობისთვის,   პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საჯაროდაწესებულებების   დარგობრივი მასწავლებლებისთვის, რომლებიც ასწავლიან შემდეგ სფეროებში: სოფლის

 მეურნეობა; მშენებლობა; ინჟინერია; სტუმარმასპინძლობა.

კოლეჯ ,,ჰორიზონტს” ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები , პედაგოგები და მათი მშობლები ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი მოსწავლეებში/ახალგაზრდებში ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია და ამ მხრივ კოლეჯი ,,ჰორიზონტის” გამოცდილების გაზიარება გახლდათ. ჯანსაღი კვების ჩვევების გამომუშავებაზე სკოლის მოსწავლეებმა ,,ჰორიზონტის” პროფესიული პროგრამა ,,კულინარიის ხელოვნების” ხელმძღვანელთან და პროფესიულ სტუდენტებთან ერთად იმუშავეს. 
 
კოლეჯი ,,ჰორიზონტის“ ორგანიზებით, დღეს ლიეტუვის პროფესიული კოლეჯი TECHIN-თვის ვირტუალური ტური ჩატარდა!
კოლეჯ ,,ჰორიზონტსა“ და ლიეტუვიაში, კერძოდ, ვილნიუსში მდებარე პოფესიულ კოლეჯ TECHIN-ის, ურთიერთობა 2021 წელს დაიწყო, როდესაც ,,ჰორიზონტის” დირექტორი, ნანა ჯოლია, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ესტუმრა TECHIN-ს. კოლეჯი აიტი/ საინჟინრო მიმართულებით ოპერირებს და უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მიწოდებას, ზრდასრულთა არაფორმალურ განათლებას, გადამზადებას და კომპეტენციების განვითარებას სხვადასხვა ბიზნეს სექტორში.

გვიპოვეთ რუკაზე

დაგვიკავშირდით

ტელეფონი: 577 16 22 88

ელ. ფოსტა: info@horizonti.ge

მისამართი: ოზურგეთი, 3500, რუსთაველის #8