veb    კოლეჯი „ჰორიზონტი“ წარმატებით ახორციელებს მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროგრამას „მაკიაჟის შესრულება და დერმოპიგმენტაცია“, დასაქმების სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობით ?

faq   ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

1. რა არის მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამები?
მოკლევადიანი პროგრამები მოიცავს კონკრეტულ სფეროში პრაქტიკული ცოდნისა და უნარების შეძენას მოკლე დროში. მათი ხანგრძლივობა, როგორც წესი, რამდენიმე თვეს (2-3) შეადგენს და ფოკუსირებულია შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

2. ვის შეუძლია პროგრამებში მონაწილეობა?
პროგრამებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ახალი პროფესიის შესწავლით ან არსებული ცოდნის დახვეწით.

3. როგორ ხდება პროგრამებზე რეგისტრაცია?
რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ კოლეჯის ვებგვერდს, მობრძანდეთ ჩვენს ფილიალებში ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577180712.

4. რა დოკუმენტებია საჭირო რეგისტრაციისთვის?
საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობა
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი  
  • ორი ფოტო 

5. რომელი სფეროების პროგრამებია ხელმისაწვდომი?
“ჰორიზონტი” გთავაზობთ პროგრამებს შემდეგ მიმართულებებში:

1 „ჰორიზონტი“ აქტიურად აგრძელებს მოკლევადიანი პროგრამის ,,კერძების მომზადება სხვადასხვა ტექნოლოგიური მეთოდით“, განხორციელებას დასაქმების სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობით✨
atas  კოლეჯი ,, ჰორიზონტის" პროფესიული განათლების სტუდენტი, ალექსანდრე ფირცხალაიშვილი,   ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული კონკურსის ფინალისტია ნომინაციაში ,,წლის   საუკეთესო პროფესიული სტუდენტი"
 2024 წლის 27-28 ნოემბერს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ნახევარფინალი გაიმართა და   დამოუკიდებელმა ჟიურიმ ჯილდოს წლევანდელი ფინალისტები გამოავლინა.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსზე წელს სხვადასხვა კატეგორიაში 80-მდე   განაცხადია წარმოდგენილი. დარგის ექსპერტებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ შემოსული   განაცხადები შეაფასა და ნახევარფინალისტები შეარჩია, ხოლო 27-28 ნოემბერს შეხვედრა და გასაუბრება   გამართა ფინალისტების გამოსავლენად.

 გთავაზობთ მოკლევადიანი მომზადება გადამზადების პროგრამების ცხრილს

469261270 1095858505666471 3988207173021869282 n
კოლეჯ „ჰორიზონტში“ მნიშვნელოვანი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც ფემიციდის თემას შეეხებოდა. შეხვედრა წარიმართა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკუროების, შოთა ჩხაიძის და ელგუჯა ადეიშვილის მიერ, რომლებმაც ჩვენს პროფესიულ სტუდენტებსა და თანამშრომლებს გააცნეს ინფორმაცია ფემიციდის გამომწვევი მიზეზების, პრევენციის გზებისა და სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.
 შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამედროვე საზოგადოებისთვის.
sk    კოლეჯი „ჰორიზონტი“ აქტიურად მონაწილეობს პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საჯარო   სკოლებში პროფესიული განათლების განვითარების პროგრამაში. პროექტის   ფარგლებში ჩვენი კოლეჯის კურსდამთავრებულები თავიანთი პროფესიების მიხედვით   სხვადასხვა სკოლაში გადანაწილდნენ და ახალგაზრდებს აცნიბენ სხვადასხვა პროფესიებს , პროფესიული განათლების უპირატესობებსა და შესაძლებლობებს.

გვიპოვეთ რუკაზე

დაგვიკავშირდით

ტელეფონი: 577 16 22 88

ელ. ფოსტა: info@horizonti.ge

მისამართი: ოზურგეთი, 3500, რუსთაველის #8