საწარმოო პრაქტიკა პროფესიული განათლების ფარგლებში პროფესიულ სტუდენტების მომზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. იგი შესაძლებლობას აძლევს პროფესიულ სტუდენტს რეალურ ცხოვრებაში გამოსცადოს აკადემიურ გარემოში შეძენილი კომპეტენციები, კიდევ უფრო დახვეწოს და განავითაროს ისინი. საწარმოო პრაქტიკა სტუდენტებისთვის არა მხოლოდ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანის საშუალებას იძლევა, არამედ ავითარებს პროფესიულ უნარებს, პასუხისმგებლობის გრძნობას, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის გამოცდილებას, რაც აუცილებელია თანამედროვე შრომის ბაზარზე წარმატებისთვის.
ა(ა)იპ კოლეჯი „ჰორიზონტი“-ს სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გადიან კერძო ან საჯარო სამართლის დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, რომლებთანაც კოლეჯს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება საწარმოო პრაქტიკის შესახებ. კოლეჯი აქტიურად ზრუნავს იმაზე, რომ პარტნიორი ორგანიზაციები სტუდენტებს შესაბამისი გარემო და რესურსები შეუქმნან ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და პროფესიული უნარების გაღრმავებისთვის. გარდა ამისა, პრაქტიკის პროცესში სტუდენტები იღებენ მენტორულ მხარდაჭერას გამოცდილ სპეციალისტთა მხრიდან, რაც მათ ეხმარება კარიერული განვითარების სწორ გზაზე დადგომაში.
კარგად ორგანიზებული საწარმოო პრაქტიკა მომავალში წარმატებით დასაქმების საწინდარია. იგი სტუდენტებს სთავაზობს რეალურ შანსს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, შექმნან პროფესიული კავშირები და გაძლიერდნენ კონკურენტულ შრომის ბაზარზე. ხშირ შემთხვევაში, წარმატებული პრაქტიკანტები უშუალოდ იმ კომპანიებში პოულობენ დასაქმების შესაძლებლობას, სადაც პრაქტიკა გაიარეს. კოლეჯი „ჰორიზონტი“ მუდმივად ცდილობს გააფართოოს პარტნიორების წრე და შექმნას კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, რათა მათ მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი და მიაღწიონ პროფესიულ წარმატებას.