
მისია
ა(ა)იპ კოლეჯი „ჰორიზონტის“, როგორც გურიის რეგიონში ერთადერთი მრავალპროფილური პროფესიულ საგანმათლებლო დაწესებულების, მისიაა, თანამედროვე ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვით, მაღალკვალიფიციური პერსონალის და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, პროფესიისთვის აუცილებელი ცოდნის მიღებით და პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავების გზით უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რაც თითოეულ პროფესიულ სტუდენტს / მსმენელს მისცემს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის, კარიერული წინსვლის და დასაქმების საშუალებას, უზრუნველყოფს მათ პროფესიულ თვითრეალიზაციას და საზოგადოებაში დამკვიდრებას. რაც გურიის რეგიონის და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა
ხედვა
,,ა(ა)იპ კოლეჯი „ჰორიზონტი“-ს მისიიდან გამომდინარე განსაზღვრულია კოლეჯის ხედვა, რომლითაც ის განვითარებაზე ორიენტირებული შიდა სისტემის უზრუნველყოფით, პროფესიულ სტუდენტს/ მსმენელს სთავაზობს ხარისხიან განათლებას და უზრუნველყოფს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური კადრების მიწოდებას, კერძო-საჯარო და საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში.










კოლეჯი „ჰორიზონტი“ აგრძელებს პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლებას და სიახლეების დანერგვას!