ბიზნეს სიმულაციური თამაში კოლეჯი ,,ჰორიზონტის" პროფესიული სტუდენტების მონაწილეობით

10 მარტს ოზურგეთის ტექნოპარკში გაიმართა სამეწარმეო ბიზნეს-სიმულაციური როლური თამაში, რომელიც პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებითა და კოლეჯი „განთიადის“ ორგანიზებით განხორციელდა. აქტივობაში კოლეჯ „ჰორიზონტის“ პროფესიული სტუდენტები და პროფესიული მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობდნენ, რადგანაც პროექტში კოლეჯი ,,ჰორიზონტიც” იყო ჩართული.

რა იყო თამაშის მთავარი მიზანი?
სამეწარმეო ბიზნეს-სიმულაციური თამაში პროფესიულ სტუდენტებს საშუალებას აძლევდა,
თავი მოესინჯათ ბიზნესის მართვაში, ემუშავათ გუნდურად და რეალურ პირობებში მიეღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

მონაწილეებმა მოირგეს სხვადასხვა როლები – იყვნენ მენეჯერები, მარკეტინგისა და ფინანსების სპეციალისტები, სტრატეგიული დაგეგმვის ხელმძღვანელები და სხვა.

კოლეჯი ,,ჰორიზონტის” პტოფესიულმა სტუდენტებმა საოცარი უნარები გამოავლინეს! აღსანიშნავია, მათ შესანიშნავად მოირგეს თავიანთი როლები და მთლიანად ჩაერთვნენ პროცესში. ისინი აქტიურად განიხილავდნენ ბიზნეს-სტრატეგიებს, ახდენდნენ ბაზრის ანალიზს, მუშაობდნენ გაყიდვებზე და მოგების მაქსიმიზაციაზე.


გუნდებმა რეალურ ბიზნესგარემოსთან მიახლოებული სიტუაციები გადაჭრეს, რისთვისაც კრეატიული და კრიტიკული აზროვნების უნარები გამოიყენეს.

გამარჯვებული გუნდები:

მეორე და

მესამე ადგილები ოზურგეთის ლოკაციიდან დაკომპლექტებულმა გუნდებმა
გაინაწილეს.



ვულოცავთ გამარჯვებულებს!
ეს ღონისძიება არაჩვეულებრივი გამოცდილება იყო მონაწილეებისთვის. მათ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა გაიღრმავეს, არამედ პრაქტიკული უნარებიც განავითარეს – ეფექტური კომუნიკაცია, ლიდერობა, ანალიტიკური აზროვნება და მეწარმეობრივი კომპეტენციები.

მადლობას ვუხდით „განთიადს“ და პროფესიული უნარების სააგენტოს ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობისთვის, ასევე ყველა მონაწილეს, ვინც აქტიურად ჩაერთო თამაშში და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პროფესიული განათლება პრაქტიკულ ცოდნასა და რეალურ შესაძლებლობებზეა ორიენტირებული.
პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia @კოლეჯი ,,განთიადი”