კოლეჯი ,,ჰორიზონტი" აცხადებს ვაკანის ,,ინკლუზიური განათლების სპეციალისტის" პოზიციაზე
სამუშაო ადგილი- ა(ა)იპ კოლეჯის ,,ჰორიზონტი'' ძირითადი სასაწავლო ფართი ქ.ოზურგეთი რუსთველის ქუჩა N8 ,ასევე კოლეჯის ლანჩხუთისა და გორაბერეჟოულის სასწავლო ფართები.
შრომის ანაზღაურება: 1.000 (ათასი)ლარი
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 24.02.2025
დოკუმენტაციის გადარჩევა : 25.02.2025
საკონტაქტო ტელეფონი:
599 24 44 55 საკონტაქტო პირი: თეა სურგულაძე
ელ.ფოსტა:
ფუნქცია მოვალეობები:
1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირების ინფორმირება და მოზიდვა- (საქმიანობას ახორციელებს სასწავლო პროცესის
ასისტენტთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დირექტორის მოადგილესთან ერთად.
● სსსმ და/ან შშმ პირთა და მათი კანონიერი წარმომადგენლების ინფორმირება
პროფესიული განათლების შესახებ;
● სსსმ და/ან შშმ პირთა და მათი კანონიერი წარმომადგენლების კონსულტირება
პროფესიული განათლების სისტემაში ჩართვისთვის საჭირო პროცედურების
თაობაზე;
● სსსმ და/ან შშმ პირთა პროფესიულ განათლებაში მოზიდვის მიზნით,
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა ინსტიტუციებთან
თანამშრომლობა.
ფუნქცია 2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან პროფესიულ
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ტრანზიციის ხელშეწყობა
● მჭიდრო კომუნიკაცია თემში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების
შესაბამის წარმომადგენელებთან (ადმინისტრაცია/ სპეციალური მასწავლებელი);
● ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამისი წარმომადგენლების
ინფორმირება პროფესიული განათლების და სსსმ/შშმ პირთა მხარდადაჭერის
სერვისების შესახებ;
● ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის წარმომადგენელებთან
თანამშრომლობის საფუძველზე, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის სსსმ/შშმ
მოსწავლეთა იდენტიფიცირება;
● საინფორმაციო ტიპის შეხვედრების გამართვა ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში და/ან პროფესიულ საგანამანათლებლო დაწესებულებებში მე-9,
მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებთან (რომლებსაც აუცილებლად უნდა
დაესწროს სსსმ/შშმ მოსწავლეები);
● პროფესიული განათლებით დაინტერესებული სსსმ/შშმ მოსწავლეთათვის
ტრანზიციის გეგმაზე მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
სპეციალურ მასწავლებლებთან თანამშრომლობით;
● პროფესიული განათლებით დაინტერესებული სსსმ/შშმ მოსწავლეთათვის
საორიენტაციო სერვისში ჩართულობის უზრუნველყოფა (აღნიშნული სერვისის
ფუნქციონირების შემთხვევაში).
ფუნქცია 3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირებისათვის საორიენტაციო სერვისის კოორდინაცია/ადმინისტრირება
(საქმიანობას ახორციელებს სასწავლო პროცესის ასისტენტთან (ასეთის არსებობის
შემთხვევაში), პროფესრიენტაციისა და კარიერის დაგგემვის მენეჯერთა ერთად პროფესიული განათლების მასწავლებელთანთანამშრომლობით)
● საჭიროების შემთხვევაში, საორიენტაციო სერვისით დაინტერსებული სსსმ/შშმ
პირთა დახმარება რეგისტრაციის პროცესში;
● საორიენტაციო სერვისზე დარეგისტრირებულ სსსმ/შშმ აპლიკანტთან და მის
კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაცია და ინფორმირება სერვისის შესახებ;
● სსსმ და/ან შშმ აპლიკანტის შესახებ ინფორმაციის მოგროვება, მათ შორის
მულტიდიციპლინური გუნდის შეფასების დასკვნის გაცნობა;
● პროფესიული ინტერესებისა და საორიენტაციო სერვისთან დაკავშირებული
ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება;
● საორიენტაციო სერვისის მიღების პროცესის დაგეგმვა და წარმართვა;
● სსსმ/შშმ აპლიკანტთან ერთად საორიენტაციო სერვისის გეგმის შემუშავება;
● სსსმ/ შშმ აპლიკანტის სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობის უზრუნველყოფა;
საორიენტაციო სერვისის შემაჯამებელი ოქმის შემუშავება და პლატფორმაზე
განთავსება.
ფუნქცია 4. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის, შერჩევისა და მიღების
პროცედურების ადმინისტრირება
● მომართვის შემთხვევაში, სსსმ/შშმ პირთა საგანმანათლებლო პროგრამებზე
რეგისტრაციაში დახმარება;
● საჭიროების შემთხვევაში, კომუნიკაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მულტიდისციპლინურ გუნდთან სსსმ/შშმ პირთა შეფასების დასკვნასთან
დაკავშირებით;
● სსსმ/შშმ პირთა საგანმანათლებლო პროგრამებზე შერჩევის პროცედურების (ე.წ.
პრაქტიკული მოსინჯვის) დაგეგმვა და განხორციელება, პირის ინდივიდუალური
საჭიროებების გათვალისწინებით, კარიერის მართვის მენეჯერთან და პროფესიულ
მასწავლებელთან თანამშრომლობით;
● სსსმ/შშმ პირთან და მის კანონიერ წარმომადგენელთან მუდმივი კომუნიკაცია;
● კომპეტენციის ფარგლებში, სსსმ/შშმ პირთა საგანმანათლებლო პროგრამებზე
მიღების პროცედურის განხორციელება.
ფუნქცია 5. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა სოციალიზაციის ხელშეწყობა
● სსსმ/შშმ სტუდენტთა ინფორმირება მათი უფლებების შესახებ;
● სსსმ/შშმ სტუდენტთათვის ფიზიკური გარემოს გაცნობა, კარიერის მართვის
მენეჯერთან თანამშრომლობით;
● სსსმ/შშმ სტუდენტთა ინფორმირება დაწესებულებაში არსებული სხვადასხვა
სტუდენტური ღონისძიებებისა და სოციალური სერვისების შესახებ;
● სტუდენტურ ღონისძიებებსა და სოციალურ სერვისებში სტუდენტთა ჩართულობის
უზრუნველყოფა,
ფუნქცია 6. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე სტუდენტთა საგანმანათლებლო საჭიროებების იდენტიფიცირება
● სსსმ/შშმ სტუდენტთა პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული
ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება;
● სსსმ/შშმ სტუდენტთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით,
დამხმარე მომსახურებების, მატერიალური და ადამიანური რესურსის საჭიროების
განსაზღვრა;
● მჭიდრო კომუნიკაცია პროფესიულ მასწავლებლებთან სსსმ/შშმ სტუდენტთა
საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით;
● პროფესიულ მასწავლებლებთან თანამშრომლობით იმ სტუდენტთა
იდენტიფიცირება, რომელთაც შესაძლოა გამოავლინონ საგანმანათლებლო
საჭიროებები სწავლის დროს;
ფუნქცია 7. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთა მხარდამჭერი მატერიალური და ადამიანური რესურსის კოორდინირება
სტუდენტის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, შესაბამისი მატერიალური და ადამიანური რესურსის მიწოდება/შერჩევისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება, პსდ-ს ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით;
საჭიროების შემთხვევაში, სასწავლო მასალის ადაპტირება/დამხარე სასწავლო რესურსის მომზადება;
მხარდამჭერი მომსახურებების (ჟესტური ენის თარჯიმანი, მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი, ტრანსპორტის მომსახურება და სხვ) დროული და შეუფერხებელი მიწოდების კოორდინაცია და სუპერვიზია;
ფუნქცია 8. ფიზიკური გარემოს მისაწვდომობა
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების და პრაქტიკის განმახორციელებელი ორგანიზაციის გარემოს შეფასება სსსმ და/ან შშმ პირთათვის უსაფრთხო და მისაწვდომი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით;
ფიზიკური გარემოს მორგებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, სტუდენტთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით;
ფუნქცია 9. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება (საქმიანობას ახორციელებს სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტთა და პროფესიული განათლების მასწავლებლებთან ერთად)
სასწავლო პროცესზე დაკვირვება და განსაზღვრა, სტუდენტისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების თაობაზე;
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება, პროფესიულ მასწავლებელთან თანამშრომლობით;
პროფესიული უნარების სააგენტოს სსსმ და შშმ პირთა მხარდამჭერ კონსულტანტთა გუნდთან თანამშრომლობა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში;
ფუნქცია 10. ინდივიდუალური კონსულტირება/ დახმარება
სსსმ/შშმ სტუდენტების და მათი კანონიერ წარმომადგენლების უწყვეტი მხარდაჭერა და ინდივიდუალური კონსულტაცია, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით;
საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურად მუშაობა სტუდენტთან პროფესიული უნარების გამომუშავების/გაძლიერების მიზნით პროფესიული განათლების მასწავლებლისგან მიღებული ინსტრუქციის/რეკომენდაციის საფუძველზე;
პდს-ს ადმინისტრაციის/ პროფესიული მასწავლებლების/ ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების კონსულტირება სსსმ და/ან შშმ სტუდენტთა სწავლის პროცესთან დაკავშირებით;
საჭიროების შემთხვევაში, სწავლის პროცესის მიმდინარეობისას ჩართვა და პროფესიული განათლების მასწავლებლების/ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სხვა სპეციალისტების მხარდაჭერა (რეკომენდაციის გაცემით, დემონსტრირებით).
ფუნქცია 11. ინდივიდუალური კონსულტირება/ დახმარება
● სსსმ/შშმ სტუდენტების და მათი კანონიერ წარმომადგენლების უწყვეტი
მხარდაჭერა და ინდივიდუალური კონსულტაცია, სასწავლო პროცესთან
დაკავშირებით;
● საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურად მუშაობა სტუდენტთან პროფესიული
უნარების გამომუშავების/გაძლიერების მიზნით პროფესიული განათლების
მასწავლებლისგან მიღებული ინსტრუქციის/რეკომენდაციის საფუძველზე;
● პდს-ს ადმინისტრაციის/ პროფესიული მასწავლებლების/ ინკლუზიურ განათლებაში
ჩართული სპეციალისტების კონსულტირება სსსმ და/ან შშმ სტუდენტთა სწავლის
პროცესთან დაკავშირებით;
● საჭიროების შემთხვევაში, სწავლის პროცესის მიმდინარეობისას ჩართვა და
პროფესიული განათლების მასწავლებლების/ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ
სხვა სპეციალისტების მხარდაჭერა (რეკომენდაციის გაცემით, დემონსტრირებით).
ფუნქცია 12. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობა (საქმიანობას ახორციელებს პროფორიენტაციის და კარიერის მართვის
მენეჯერთან თანამშრომლობით)
● სსსმ/შშმ სტუდენტთა სამუშაო ადგილზე ტრანზიციის გეგმის შემუშავება
● თანამშრომლობა პარტნიორ და დამსაქმებელ კომპანიებთან, დასაქმების
ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და
სხვა უწყებებთან სსსმ/ შშმ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების
მიზნით
სსსმ/ შშმ დასაქმებულ პირთა სტატისტიკის წარმოება.
ფუნქცია 13. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შიდა გუნდთან
კომუნიკაცია/ თანამშრომლობა
● თანამშრომლობა პსდ-ს ადმინისტრაციასთან და დაწესებულების სხვა
წარმომადგენლებთან სსსმ/შშმ პირთათვის პროფესიული განათლების
ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცის
უზრუნველყოფისათვის;
● მჭიდრო თანამშრომლობა კარიერის მართვის მენეჯერთან საორიენტაციო სერვისის
ეფექტური განხორციელებისათვის და კარიერის მართვის სერვისების
ხელმისაწვდომობისათვის;
● მჭიდრო თანამშრომლობა პროფესიულ მასწავლებლებთან სსსმ/შშმ პირთათვის
ინკლუზიური პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით;
● უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება.
ფუნქცია 14. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების გარე გუნდთან
კომუნიკაცია/ თანამშრომლობა
● თანამშრომლობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან, არასამთავრობო
ორგანიზაციებთან (მათ შორის დღის ცენტრის პროვაიდერ ორგანიზაციებთან),
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან და სხვა ინსტიტუტებთან
სსსმ/შშმ პირთათვის ხელმისაწვდომი მომსახურებების და ინკლუზიური
პროფესიული განათლების უზრუნველყოფისათვის;
● თანამშრომლობა სხვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების
ინკლუზიური განათლების სპეციალისტებთან გამოცდილების და რეკომენდაციების
გაზიარების მიზნით;
● თანამშრომლობა რეგიონალურ კოორდინატორთან და პროფესიული უნარების სსსმ
და შშმ პირთა მხარდაჭერის კონსულტანტთა გუნდთან, საქმიანობის ეფექტური
განხორციელებისა მიზნით;
● თანამშრომლობა პროფესიული უნარების სააგენტოსთან მიზნობრივი,
მრავალფეროვანი, მდგრადი, ინკლუზიური სერვისების დანერგვის მიზნით.
ფუნქცია 15. უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესში ჩართვა, კომპეტენციების
გაძლიერებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი სერვისების შემდგომი
განვითარებისთვის
● საკუთარი პროფესიული განვითარების საჭიროებების შეფასება;
● საკუთარი საქმიანობის რეფლექსია;
● სხვადასხვა რესურსების გამოყენება, მათ შორის პროფესიული ლიტერატურის და
სიახლეების გაცნობა, პროფესიული უნარ-ჩვევების და კომპეტენციების
გასაძლიერებლად;
● განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს
მიერ დაგეგმილ პროფესიული განვითარების ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებში
მონაწილეობა;
● სხვადასხვა თემატურ კურსებში, ტრენინგებში, სამუშაო შეხვედრებში და
ინკლუზიური პროფესიული განათლების მხარდამჭერ აქტივობებში/ღონისძიებებში
ჩართვა;
● კომპეტენციების ფარგლებში, დაწესებულების/მის მიერ სერვისის მიწოდების
ხარისხის შეფასება და მის განვითარებაზე ზრუნვა;
● ინკლუზიური კულტურის გაძლიერების ხელშეწყობა, სხვადასხვა ღონისძიების
დაგეგმვა-განხორციელებით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში,
პრაქტიკის განმახორციელებელ ორგანიზაციებში და ა.შ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სულ მცირე ბაკალავრი ფსიქოლოგიის, ოკუპაციური თერაპიის, სოციალური მუშაობის, ინკლუზიური ან სპეციალური განათლების მიმართულებით;
სულ მცირე ბაკალავრი და ან/პსდ-ში ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტად მუშაობის სულ მცირე ერთწლიანი გამოცდილება (ან)ზოგად საგანმანთლებლო დაწესებულებაში სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება (ან)შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრში სპეციალურ პედაგოგად ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება
სერტიფიცირებული სპეციალური მასწავლებელი -სსსმ/შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილებით (არანაკლებ სამი თვე)
მასწავლებლის მომზადების პროგრამის კურსდამთავრებული და აქვს სსსმ/შშმ პირთა სწავლების სულ მცირე ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება
საკვანძო კომპეტენციები:
ქართული ენა (სასურველია უცხო ენების ცოდნაც)
● კომპიუტერული საოფისე პროგრამები
● ინკლუზიური (სპეციალური) განათლების რაობა
● ადგილობრივი კანონმდებლობა, რომლითაც რეგულირდება ინკლუზიური
პროფესიული განათლება საქართველოში
● გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენცია
● კურიკულუმის შემუშავების პრინციპები და მეთოდები
● ადამიანის ფსიქოლოგიის ძირითადი თავისებურებები (ადამიანის ქცევაზე მოქმედი
ფაქტორები, ინდივიდუალური განსხვავებები უნარებში, შესაძლებლობებში,
ინტერესებსა და პიროვნულ მახასიათებლებში…)
● ინდივიდუალური მომსახურების მიწოდების პრინციპების ცოდნა (საჭიროებების
შეფასება, სტუდენტთა კმაყოფილების განსაზღვრა…)
უნარები
კომუნიკაცია & დამარწმუნებელი კომუნიკაცია
ემპათია (თანაგანცდა)
მომსახურებაზე ორიენტაცია
კრიტიკული აზროვნება
აქტიური სწავლა
კომპლექსური პრობლემის გადაჭრა
კოორდინაცია
სწავლება
მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება
დამარწმუნებელი კომუნიკაცია
სწავლის სტრატეგიები
მონიტორინგი
დროის მართვა
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
განათლების, დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ;
პირადობის დამდადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი;
CV რეზიუმე;
დამატებითი დოკუმენტაცია რომელიც დაადასტურებს პირის ვაკანსიასთან შესაბამისობას;
ცნობა ნამუშევრობის შესახებ არსებობის შეთხვევაში;
გასაუბრების თემატიკა: შესასრულებელი ფუნქციიდან გამომდინარე.
შერჩევა ჩატარდება ორ ეტაპად : დოკუმენტაციის გადარჩევა და გასაუბრება.
სავალდებულო დოკუმენტაციის დადგენილი ვადაში წარმოუდგენლობა/ არასრული წარმოდგენა არის კანდიდატის შემდეგ ეტაპზე არდაშვების საფუძველი.
გასაუბრების ჩატარების ადგილი და დრო :
გასაუბრება პირისპირ გასაუბრების ფორმატში ჩატარდება შემდეგ მისამართზე:ქალაქი ოზურგეთი, რუსთაველის ქ. N8 ა(ა)იპ კოლეჯი ,,ჰორიზონტის’’ შენობა მეორე სართული.
დამატებითი ინფორმაცია:
დოკუმენტაცია უნდა იქნეს გამოგზავნილი ელექტრონული ფორმით, კოლეჯის ელექტრონულ
ფოსტაზე
გადაწყვეტილება კანდიდატებს გასაუბრების ეტაპზე გადასვლის/ვერგადასვლის შესახებ
ეცნობება დოკუმნტაციის გადარჩევიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა საკონტაქტო
ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. აღნიშნულ ვადის შემდეგ ანუ გასაუბრების ეტაპზე გადასულ
კანდიდატებს ასევე ეცნობებებთ გასაუბრების ჩატარების ზუსტი თარიღი,დრო.
ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ დაინიშნება პირი, რომელიც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის უფლება.