კოლეჯი ,, ჰორიზონტის" პროფესიული განათლების სტუდენტი, ალექსანდრე ფირცხალაიშვილი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული კონკურსის ფინალისტია ნომინაციაში ,,წლის საუკეთესო პროფესიული სტუდენტი"
2024 წლის 27-28 ნოემბერს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ნახევარფინალი გაიმართა და დამოუკიდებელმა ჟიურიმ ჯილდოს წლევანდელი ფინალისტები გამოავლინა.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია.
ჯილდოს ორგანიზატორია ათასწლეულის ფონდი, გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ჯილდოს მხარდამჭერები არიან საქართველოს პარლამენტი, პროფესიული უნარების სააგენტო, საქართველოში ისრაელის საელჩო და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია.
პროფესიული განათლების 2024 წლის დაჯილდოების ცერემონია 2025 წლის დასაწყისში გაიმართება, სადაც წლევანდელი გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
,,ჰორიზონტის" გუნდი წარმატებას უსურვებს ალექსანდრეს ! ჩვენ უკვე ვამაყობთ მისი მიღწევებით .