ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
1. რა არის მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამები?
მოკლევადიანი პროგრამები მოიცავს კონკრეტულ სფეროში პრაქტიკული ცოდნისა და უნარების შეძენას მოკლე დროში. მათი ხანგრძლივობა, როგორც წესი, რამდენიმე თვეს (2-3) შეადგენს და ფოკუსირებულია შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
2. ვის შეუძლია პროგრამებში მონაწილეობა?
პროგრამებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ახალი პროფესიის შესწავლით ან არსებული ცოდნის დახვეწით.
3. როგორ ხდება პროგრამებზე რეგისტრაცია?
რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ კოლეჯის ვებგვერდს, მობრძანდეთ ჩვენს ფილიალებში ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577180712.
4. რა დოკუმენტებია საჭირო რეგისტრაციისთვის?
საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობა
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
- ორი ფოტო
5. რომელი სფეროების პროგრამებია ხელმისაწვდომი?
“ჰორიზონტი” გთავაზობთ პროგრამებს შემდეგ მიმართულებებში:
- ტურიზმი და მომსახურება
- სოფლის მეურნეობა
- ბიზნესი
- ელექტროობა
- განათლება
- სამკერვალო წარმოება
- ვიზაჟის მომსახურება
6. რა არის პროგრამების ხანგრძლივობა?
პროგრამების ხანგრძლივობა 2-3 თვემდე მერყეობს, რაც დამოკიდებულია კონკრეტულ სპეციალობაზე.
7. როგორია სწავლების ფორმატი?
სწავლება მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს, ხოლო სასწავლო პროცესი არის სტუდენტის საჭიროებებზე მორგებული
8. შესაძლებელია თუ არა დასაქმების პერსპექტივა პროგრამის დასრულების შემდეგ?
დიახ. ჩვენი პროგრამები მორგებულია შრომის ბაზრის მოთხოვნებზე. კოლეჯი თანამშრომლობს სხვადასხვა დამსაქმებლებთან, რაც პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ ზრდის დასაქმების შანსებს.
9. არის თუ არა სწავლა ფასიანი?
პროგრამები სრულიად დაფინანსებულია სახელმწიფოს და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მიერ. კონკრეტული პირობების შესახებ მოგვმართეთ რეგისტრაციისას.
10. რა სერტიფიკატს ვიღებ სწავლის დასრულებისას?
პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს თქვენი პროფესიული უნარ-ჩვევების დონის.
11. როგორ ხდება სწავლის პროცესის შეფასება?
შეფასება ხდება მოდულების მიხედვით და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ დავალებებს. დამაკმაყოფილებელი შეფასება სავალდებულოა სერტიფიკატის მისაღებად.
12. სად ტარდება სასწავლო პროცესები?
სასწავლო პროცესები ტარდება კოლეჯ “ჰორიზონტის" ლოკაციებზე ოზურგეთსა და ჩოხატაურში
13. შესაძლებელია თუ არა ონლაინ სწავლა?
ამ ეტაპზე, ონლაინ სწავლებას კოლეჯი არ ახორციელებს
14. რაში მჭირდება ეს პროგრამები?
მოკლევადიანი პროგრამები გეხმარებათ:
- ახალი პროფესიის შესწავლაში
- დასაქმების შანსების გაზრდაში
- კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის ხელშეწყობაში
15. როგორ დავუკავშირდე დამატებითი ინფორმაციისთვის?
დაგვიკავშირდით:
- 📞 ტელეფონი: 577180712
- 📧 ელფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
- 🌐 ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს ან ფეისბუქ გვერდს.