
კოლეჯ „ჰორიზონტში“ მნიშვნელოვანი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც ფემიციდის თემას შეეხებოდა. შეხვედრა წარიმართა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკუროების, შოთა ჩხაიძის და ელგუჯა ადეიშვილის მიერ, რომლებმაც ჩვენს პროფესიულ სტუდენტებსა და თანამშრომლებს გააცნეს ინფორმაცია ფემიციდის გამომწვევი მიზეზების, პრევენციის გზებისა და სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.
ღონისძიება ჩატარდა ინტერაქტიულ ფორმატში, სადაც მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები და ჩართულიყვნენ დისკუსიაში.
,,ჰორიზონტი” მუდმივად უჭერს მხარს პროფესიული სტუდენტებისა და თანამშრომლების ინფორმირებასა და მხარდაჭერას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა თანასწორობა, უსაფრთხოება და ადამიანის უფლებების დაცვა.
მადლობას ვუხდით ოზურგეთის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებს საინტერესო შეხვედრისა და თემაზე ამომწურავი ინფორმაციის მოწოდებისთვის.
ერთად შევქმნათ სამართლიანი და უსაფრთხო გარემო!