კოლეჯ ჰორიზონტის, ლანჩხუთის ლოკაციის პროგრამა ,,თმის მომსახურების" პროფესიულმა სტუდენტებმა, მეწარმეობის მოდულის პროფესიულ მასწავლებელთან , სალომე სულაბერიძესთან ერთად კვლევა განახორციელეს. კვლევის თემა: „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სილამაზის სალონების კვლევა“.
კვლევა განხორციელდა, 2024 წლის თებერვალში. იგი წარიმართა ორი მიმართულებით. 1. სილამაზის სალონების დახასიათება, სადაც პირადად სარგებლობენ სტუდენტები. 2. სილამაზის სალონში, ადგილზე სიტუაციის გაცნობა და სტილისტის გამოკითხვა.
კვლევის შედეგები საინტერესო აღმოჩნდა. სულ გამოვლინდა ცხრა ობიექტი, რომელიც სილამაზის სალონის ფუნქციას ასრულებს.
გაირკვა, რომ ისინი ინტერესის მეშვეობით იზიდავენ მომხმარებლებს. წინა წლებთან შედარებით კონკურენტუნარიანი გახდნენ. აქვთ თანამედროვე აღჭურვილობა და კომფორტული გარემო.
ჩვეულებრივ დღეში, საშუალოდ ერთი სტილისტი ღებულობს 7- დან 10 - მდე მომხმარებელს. სადღესასწაულო დღეებში კი 15 - მდე.
სტუდენტები მომხმარებლების პოზიციითაც დაინტერესდნენ. გამოვლინდა, რომ მომხმარებლის რამდენიმე კატეგორიაა. ზოგს არჩეული ჰყავს საკუთარი სტილისტი და კმაყოფილია. ზოგიც იღებს მომსახურებას მაგრამ, საშუალოდ კმაყოფილი რჩება.