კოლეჯი ,,ჰორიზონტის" პროფესიული სტუდენტები მეწარმეობის მოდულის ფარგლებში თხილის გადამამუშავებელ საწარმოს ესტუმრნენ, სადაც ახალგაზრდა და მიზანდასახულ ქალ-მეწრმეს ქალბატონ ლია მუხაშავრიას შეხვდნენ. მან სტუდენტებს ობიექტი დაათვალიერებინა და თავისი სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. იგი ლანჩხუთში სოფელ შუხუთში ცხოვრობს, აქვს მიწის ნაკვეთი, სადაც გაშენებულია თხილის კულტურა. მოიფიქრა, რომ კოოპერატივი დაეფუძნებინა. კოოპერატივის წევრების შემოსაკრებად, კი ბერვი შრომა დასჭირდა. მიუხედავად სიძნელეებისა, შეძლო ოპტიმისტური განწყობა შეექმნა მეთხილეობით დაკავებული ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რომ თხილი ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურაა. რომ საქმე გაამართლებდა... დიდი შრომისა და მონდომების წყალობით, მან შეძლო 2014 წელს დაერეგისტრირებინა კოოპერატივი „გურიის თხილი“, სადაც გაერთიანებულია 98 მეთხილეობით დაკავებული ადგილობრივი ოჯახი. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გადაეცათ 1 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ისარგებლეს შეღავათაინი აგროკრედიტით. შედეგად, 2017 წელს ლანჩხუთის ცენტრში აშენდა და ამუშავდა თხილის გადასამუშავებელი საწარმო, ხოლო გრანტით, რომელიც „ემპარდისა“ და „ქეას“, პროექტიდან მიიღეს საწარმოსათვის საჭირო დანადგარები შეიძინეს. დღეისათვის დასაქმებულია 25 ადამიანი. ამ ეტაპზე, მხოლოდ თხილის პირველად გადამუშავებას ახდენენ. (გატეხვას, გარჩევას). საწარმოს მუშაობის მიზანი, რათქმაუნდა სარგებლის მიღებაა. მთავარი იდეის არსით კი, ობიექტი წარმოადგენს სოციალურ საწარმოსაც, რადგან ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან იბარებს თხილს და ეხმარება მათ პროდუქტის რეალიზაციაში. ობიექტი მცირე საწარმოა, სადაც მაქსიმუმ ამუშავებენ 70 ტ. თხილს. გადამუშავების შედეგად კი იღებენ სხვადასხვა ხარისხის 18-20 ტ. თხილს. ჩართული არის საბითუმო ვაჭრობაში, პროდუქტს ყიდის მსხვილ საწარმებზე, რომლებიც არიან ექსპორტიორები. მიუხედავად წინსვლისა, აქვთ პრობლემები. რაც მდგომარეობს შემდეგში: ფაროსანისა და სოკოვანი დაავადებების გავრცეება, რაც თხილის კულტურას, განსაკუთრებით მის ნაყოფს აზიანებს. გაატარეს საჭირო ღონისძიებები, მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი. მიზეზი თხილის სოკოვანი დაავადებების სრულყოფილად არ ან ვერ შესწავლაა. შესაბამისად, საჭირო ღონისძიებებიც არ არის ცნობილი. არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ქალბატონ ლიას სჯერა, რომ კოოპერატივი პრობლემებთან გამკლავებას შეძლებს. სამომავლოდ კი გეგმავენ, მორიგი გრანტით შეიძინონ თხილის დასაფასოებელი დანადგარები, რის შედეგადაც, პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე გაიტანენ. გთავაზობთ, ობიექტის ფოტოებსაც.
პროფესიულ მოდულს ,,მეწარმეობა" კოლეჯ ,,ჰორიზონტში" პროფესიული განათლების მასწავლებელი სალომე სულაბერიძე უძღვება, რომელიც ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორია.
