აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

კოლეჯ ,,ჰორიზონტში" ახალგაზრდული ბიზნეს-კლუბის ფარგლებში ბიზნეს ფორუმი გაიმართება

პროფესიული უნარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ა(ა)იპ კოლეჯ ,,ჰორიზონტისა“ და ა(ა)იპ „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ პარტნიორობით, გურიის რეგიონში პროექტი ,,ახალგაზრდული ბიზნეს კლუბის გაძლიერება” მიმდინარეობს.
პროექტი მიმართულია, ამავე პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს, კოლეჯ „ჰორიზონტის“ ბაზაზე შემქნილი ახალგაზრდული ბიზნეს კლუბის გაძლიერების, კოლეჯის სტუდენტებისა და ამ თემით სხვა დაინტერესებული წარმომადგენლებისთვის მრავალფეროვანი მომსახურებისა და აქტივობების შეთავაზებისკენ, რომლებიც ხელს შეუწყობენ ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების, ბიზნესის მართვის, სამოქალაქო ჩართულობისა და ცოდნის შეძენას.
 აღნიშნული პროექტის ფარგლებში 25 იანვარს, 13:00 საათზე, კოლეჯ ,,ჰორიზონტში” საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ბიზნეს ფორუმი გაიმართება.
 ღონისძიებას დაესწრებიან ადგილობრივი მეწარმეები, ბიზნეს სექტორის წარმომადგებლები სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სფეროდან, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
 შეხვედრა B2B ფორმატში წარიმართება. ფორუმის მიზანი, ბიზნესების ერთად შეკრება, ნეთვორქინგი, გამოცდილების გაზიარება და მათი კომუნის გააქტიურებაა. ფორუმში მონაწილეობას გურიის რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგებლები მიიღებენ.