უნარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ა(ა)იპ კოლეჯ „ჰორიზონტისა“ და ა(ა)იპ „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ პარტნიორობით, გურიის რეგიონში პროექტი ,,ახალგაზრდული ბიზნეს კლუბის გაძლიერება” გრძელდება.
პროექტი მიმართულია, ამავე პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს, კოლეჯ „ჰორიზონტის“ ბაზაზე შემქნილი ახალგაზრდული ბიზნეს კლუბის გაძლიერების, კოლეჯის სტუდენტებისა და ამ თემით სხვა დაინტერესებული წარმომადგენლებისთვის მრავალფეროვანი მომსახურებისა და აქტიობების შეთავაზებისკენ, რომლებიც ხელს შეუწყობენ ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების, ბიზნესის მართვის, სამოქალაქო ჩართულობისა და ცოდნის შეძენას.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გუბრენიის წარმომადგენლებთან კვლევის შედეგების პრეზენტაცია გავმართეთ.
კვლევის თემა: რა გამოწვევებს აწყდებიან ქალი მეწარმეები ბიზნესის წამოწყებისას.
პრეზენტაცია კოლეჯი ,,ჰორიზონტის” პროფესიულმა სტუდენტებმა წარადგინეს. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, შეხვედრაზე გამოიკვეთა ახალი ინიციატივების, პროექტების და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.