აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

წარმატებული 2023 წლის მოკლე შეჯამება

 
2023 წელიკოლეჯი ,,ჰორიზონტისთვის“ საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული წელი აღმოჩნდა. ჩვევნი გუნდი- პროფესიული სტუდენტები, პროფესიული განათლების მასწავლებლები, ადმინისტრაციის წევრები, დაუღალავად შრომობდნენ, როგორც აკადემიური შედეგების გაუმჯობესებისთვის ისე, არაფორმალური განათლების დანერგვისა და ადგილობრივი თემის უფრო მეტად გაძლიერებისთვის.
2023 წელს, ლანჩხუთში, გაიხსნა კოლეჯის ახალი ლოკაცია, რითაც გურიის რეგიონი მთლიანად დავფარეთ. ვამაყობთ, რომ ,,ჰორიზონტი“ ერთადერთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში წარმატებით ფუნქციონირებს.
ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია, რომ გავიარეთ ავტორიზაცია შვიდ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამეზე, რომელიც ლანჩხუთის ლოკაციაზე ხორციელდება. ეს პროგრამებია: სკოლამდელი აღზრდა, ბუღალტრული აღრიცხვა, ვებტექნოლოგიები, სასტუმრო მოსახურება, ელექტროობა, სამკერვალო წარმოება, თმის მომსახურება. ოზურგეთის ლოკაციაზეკოლეჯმა ,,ჰორიზონტმა“ დაიმატა მოკლევადიანი გადამზადების პროგრამა ,,ჩაის მასპინძელი“. ჯამში ,,ჰორიზონტი“ 19 პროფესიულ მოკლევადიან პროგრამას ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით. აღნიშნული პროგრამები კი ხელს უწყობენ საბაზრო მოთხოვნების დაკმაყოფილებას და ინდუსტრიისთვის შესაბამისი კვალიფიციური კადრების მიწოდებას.
განსაკუთრებით გვახარებს ჩვენი სტუდენტების წარმატება, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ როგორც სასწავლო პროექტებში, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით ორგანიზებულ ღონისძიებებში, სხვადასხვა კონკურსებსა და შეჯიბრებებში, როგორც ლოკაციების შიგნით , ისე მის ფარგლებს გარეთ.
ვამაყობთ იმ პარტნიორობით , რომელიც დავამყარეთ ადგილობრივ მეწარმეებთან, დამსაქმებლებთან , განათლების სფეროში არსებულ ორგანიზაციებთან. კოლეჯი ,,ჰორიზონტი“ აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან , სამხარეო ადმინისტრაციასთან. ასეთი თანამშრომლობის შედეგია, რომ 2023 წელს ,,ჰორიზონტი“საუკეთესო პრაქტიკის მქონე კოლეჯად დასახელდა კონკურსში ,, წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა“, რომელიც პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ გახდლათ ორგანიზებული. დარწმუნებული ვართ, რომ მომავალ წელს ასეთი წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის მაგალითები კიდევ უფრო გაიზრდება.
 2024 წელს კოლეჯი ჰორიზონტი გააგრძელებს სტუდენტების მხარდაჭერას, გაძლიერებას, რათა მათ მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები, შეიძინონ ბევრი უნარი, გახდნენ პროფესიონალები და წარმატებით დასაქმდნენ. ვგეგმავთ ძალიან საინტერესო და მოთხოვნადი პროფესიული პროგრამების დამატებას, ახალი პროექტებისა და სერვისების დანერგვას, რითაც ხელს შევუწყობთ პროფესიული სტუდენტების გაძლიერებას.
მადლობას ვუხდით ჩვენი გვერდის ყველა აქტურ მომხმარებელს, ყველა გულშემატკივარს
 გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ რომ ეს წელი წარმატების , წინსვლის და კეთილდრეობის მომტანი ყოფილიყის თოითოეული ჩვენგანისთვის.