აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

ახალგაზრდული კლუბი ,,ჰეკადემია"

 

კოლეჯ ,,ჰორიზონტში’’უკვე 2 წელია აქტიურად ფუნქციონირებს ახალგაზრდული კლუბი ,,ჰეკადემია’’,რომელმაც წარმატებით განახორციელა ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები,როგორიცაა 6 შემოქმედებითი საღამო,შემეცნებიით გასართობი ღონისძიებები,მოხუცთა სახლში ვიზიტები (იქ მყოფი ბენეფიციარების განწყობაზე ზრუნვა),ლაშქრობები,ბანაკის ტიპის აქტივობებში ჩართულობა,ფილმების ჩვენება-დისკუსია,დასუფთავების აქცია,წიგნის კითხვის პოპულარიზაციის დანეგვა და ა.შ 

კლუბის წევრების, კოლეჯის ადმინისტრაციისა და პარტნიორი ორგანიზაცია ,,მზიანი სახლის" ინიციატივით მომზადდა პროექტი ,,ა(ა)ი.პ კოლეჯ ,,ჰორიზონტში“ ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვა" რომლის მიზნად ისახავს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების სხვადასხვა კომპეტენციის განვითარების ხელშეწყობას არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. პროფეიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით აქტივობების განხორციელება უკვე დაიწყო. თუკი ხართ კოლეჯის სტუდენტი და გაქვთ სურვილი ჩაერთოთ აქტივობებში და გახდეთ ,,ჰეკადემიის" წევრი, გთხოვთ მოგვწეროთ ფეისბუქ გვერდზე ან დარეკოთ ნომრებზე:577 180 712, 599 553 566 ;599 213 461 ან 555 412 741 .