აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

კოლეჯი ,,ჰორიზონტის" ლანჩხუთის ლოკაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სტუმრობდა

 
 
კოლეჯი ,,ჰორიზონტის” ლანჩხუთის ლოკაციას დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ესტუმრა. მინისტრმა ახალი სასწავლო კორპუსი გახსნა და ,,ჰორიზონტის” პროფესიული განათლების სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა.
მინისტრმა დაათვალიერა კოლეჯის მულტიფუნქციური და თანამედროვედ აღჭურვილი სასწავლო სივრცეები, პრაქტიკული მეცადინეობებისთვის განკუთვნილი სახელოსნოები, ბიბლიოთეკა და კაფეტერია 
სტუმრებმა დაათვალიერეს კოლეჯის გარე სივრცეც, სადაც მოწყობილია ამფითეატრი, გამწვანებული რეკრეაციული ზონები, ავტოსადგომი და ველოსიპედების სავალი ნაწილი.
 კოლეჯი ,,ჰორიზონტის” ლანჩხუთის ლოკაცია სრულად აღჭურვილია სასწავლო და საოფისე ინვენტარით, ავეჯითა და ტექნიკით; ინტეგრირებული პროგრამებისთვის შესაბამისი მეცნიერული და პრაქტიკული სწავლების ლაბორატორიებით: ელექტრობის, ქიმია-ფიზიკის, სამკერვალო, სასტუმრო, თმის მომსახურების და ვებტექნოლოგიების ლაბორატორიებით.
 2023 წლის მიღების ფარგლებში კოლეჯი ,,ჰორიზონტის” ლანჩხუთის ლოკაციაზე 102 სტუდენტი ჩაირიცხა.
 მინისტრთან ერთად ახალი სასწავლო კორპუსი გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ დაათვალიერა.