აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

პროექტი ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვა კოლეჯ ჰორიზონტის ლოკაციებზე დაიწყო !

 
პროექტის ,,ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვა კოლეჯ ჰორიზონტის ლოკაციებზე” ფარგლებში ჰეკადემიელების მონაწილეობით ლაშქრობა მოეწყო
სტუდენტებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში მდებარე საკალმახე მოინახულეს, რის შემდეგაც სალაშქრო მარშრუტს შეუდგნენ
ახალგაზრდული კლუბი ,,ჰეკადემია” კოლეჯში უკვე ორი წელია აქტიურად ფუნქციონირებს და უამრავი სახალისო თუ შემეცნებით ღონისძიების ორგანიზატორია.
ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში ,,ჰორიზონტის” პროფესიული სტუდენტებისთვის ჩატარდება შემეცნებითი ინტელექტუალური თამაშები, პოეზიის და შემოქმედებითი
საღამოები, სპორტული შეჯიბრები(რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას) ბანაკის
ტიპის ლაშქრობები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ აქტიურობას ფორმალური თუ არაფორმალური განათლების მიღების კუთხით და უამრავი სხვა აქტივობა.
ინიციატივა მიზნად ისახავს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების სხვადასხვა
კომპეტენციის განვითარების ხელშეწყობას არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით
 პროექტი #პროფესიულიუნარებისააგენტოს მიერ არის დაფინანსებული