სტუდენტური ცხოვრება

15 APRIL    კოლეჯ ,,ჰორიზონტში" სტუდენტური ცხოვრება გამოირჩევა მრავალფეროვნებით და       პროფესიულ სტუდენტთა აქტიური ჩართულობით. თითოეულ სტუდენტს აქვს     შესაძლებლობა განვითარდეს თავისი ნიჭისა და ინტერესის შესაბამისად. კოლეჯში  ხშირად   იმართება სხვადასხვა სახის აქტივობები. სტუდენტები ჩართულნი არიან სოციალურ,   საქველმოქმედო, სპორტულ, კულტურულ, ინტელექტუალურ თუ შემეცნებით           ღონისძიებებში.

სტუდენტები ყოველწლიურად წარმატებით მონაწილეობენ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში. ,,ჰორიზონტში" წარმატებით ფუნქციონირებს ახალგაზრდული კლუბი ,,ჰეკადემია" , რომელშიც ყოველწლიურად ერთიანდებიან კოლეჯს სტუდენტები. 

სტუდენტური ცხოვრებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ,,ჰორიზონტის" Facebook , Linkedin, Twitter, Tik-Tok და YouTube გვერდების მეშვეობით.